„ქართული ოცნება” ცდილობს საზოგადოება შეაგუოს როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივ დაკარგვას, ისე ქვეყნის ევროპული მომავლის განადგურებას – გახარია

სანამ „ქართული ოცნება“ საერთაშორისო ტრიბუნას ტყუილებისთვის და რეალობის დამალვისთვის იყენებს, ვაკეთებთ იმას, რის კეთებაზეც ხელისუფლება უარს ამბობს – ვიცავთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს,- ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „X“-ზე წერს. მისი თქმით, ჰააგაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ფარგლებში, „მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს ეუთო-ს ხელმძღვანელებთან“.„ჰააგაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ფარგლებში, მნიშვნელოვან […]

Continue Reading

დოლარი ისევ იაფდება

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6393 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6393 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6403 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0167 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0147 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

“ამ ეპარქიაში ვეცადე, მესწავლა მთავარი რამ, ეს არის ეშხი, სიყვარული, დიდი სილამაზე და კულტურა სამეგრელოსი, რისი ცოდნის გარეშეც შეუძლებელია, დღეს შეიცნო ქართული სული, ჩვენი კულტურა და ალბათ იყო კათოლიკოს-პატრიარქი”

ჩვენ, როგორც ადამიანები, მეტად თუ ნაკლებად ვცოდავთ. ამიტომ, უნდა ვიცოდეთ სინანულიც. წმინდა იოანე ნათლისმცემელი, სინანულის ეს დიდი მქადაგებელი, გვახსენებს, გვასწავლის, რომ დროებითი, მიწიური სიცოცხლე მხოლოდ მომზადებაა მარადიულისთვის და მომავალ სამსჯავროზე მოგვიწევს პასუხისგება თითოეული ფუჭად წარმოთქმული სიტყვისთვისაც კი, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სენაკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის […]

Continue Reading

საქართველო ნატოს სამიტზე არ მიიწვიეს – ოპოზიციაში ამას კატასტროფა უწოდეს, მმართველი პარტია კი აცხადებს, რომ ამით მხოლოდ საქართველოს არ დააკლდება

დღეს და ხვალ თურქეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (ნატო-ს) 36-ე სამიტს მასპინძლობს. ანკარაში 32 წევრი ქვეყნის ლიდერები არიან შეკრებილი, მათ შორის თურქეთის დედაქალაქში ჩავიდა დონალდ ტრამპი. დღეს დაგეგმილ ვახშამს ნატო-ს ლიდერებთან ერთად, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ლი ჯე მიუნგი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც შეუერთდებიან. მედიის ინფორმაციით, […]

Continue Reading

ევროკავშირმა გაფართოება უნდა აღიქვას, როგორც განახლებისა და გლობალური ლიდერობის დაბრუნების ისტორიული შესაძლებლობა და არა როგორც ტვირთი ან ქველმოქმედების აქტი – პაპუაშვილი

სერბეთში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველი კონფერენცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებსაც პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა სიტყვით მიმართა. მისი თქმით, გაფართოების პროცესი დამსახურებაზე დაფუძნებული უნდა იყოს. თითოეული კანდიდატი ქვეყნის მიღწევები და პროგრესი სამართლიანად, პროგნოზირებადი მიდგომის საფუძველზე და თანმიმდევრულად უნდა შეფასდეს. “ევროკავშირის ამჟამად შესუსტებული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციების გაძლიერების საუკეთესო გზა სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ რეგიონებში – […]

Continue Reading

10 წლის ბიჭი ველოსიპედით თამაშისას დაშავდა, თუმცა “გორმედში” ვერ გაიგეს, რომ მოზარდს თრომბი განუვითარდა, რის გამოც მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა

კლინიკა „გორმედის“ ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებენ. 10 წლის ბიჭის ოჯახის წევრების განცხადებით, 3 ივლისს ბავშვი ველოსიპედით თამაშისას დაშავდა, თუმცა კლინიკაში ვერ გაიგეს, რომ მოზარდს თრომბი განუვითარდა, რის გამოც მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ოჯახის წევრები მედიკოსების სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას მოითხოვენ. მათ უკვე მიმართეს უწყებას. გარდა ამისა, ისინი ჯანდაცვის სამინისტროს საქმის შესწავლისკენ მოუწოდებენ. ამჟამად მოზარდი თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში განაგრძობს […]

Continue Reading

თურქეთში ავტობუსი გადაბრუნდა, რის შედეგადაც 41 ადამიანი დაშავდა – VIDEO

თურქეთის ქალაქ კირიკალეში ავტობუსმა კონტროლი დაკარგა და გადაბრუნდა, რის შედეგადაც 41 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათგან სამი მძიმე მდგომარეობაშია. ავარიის შემდეგ ავტობუსის მძღოლი დააკავეს. მიმდინარეობს გამოძიება. VIDEO გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

Continue Reading

სასტუმროსთან ახლოს, სადაც ემანუელ მაკრონი იმყოფებოდა, ორი აფეთქება მოხდა – VIDEO

მედია საშუალებების ცნობით, დამასკოში, იმ სასტუმროსთან ახლოს, სადაც ემანუელ მაკრონი იმყოფებოდა, ორი აფეთქება მოხდა. AFP-მ და Reuters-მა დამასკოში მომხდარი აფეთქებების შესახებ უსაფრთხოების წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია. წყაროს ცნობით, ერთი ბომბი ნაგვის ურნაში იყო მოთავსებული, ხოლო მეორე – მანქანაში, Four Seasons სასტუმროსთან ახლოს. Le Figaro იუწყება, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დღეს დილით Four Seasons სასტუმრო […]

Continue Reading

სომხური გარგრის ჯემი ევროკომისრისგან – გარგარი როგორც ცვლილების სიმბოლო ჯემად მოთავსებული “თავისუფლების ქილებში”

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა სოციალურ ქსელში სომხური გარგარისგან მომზადებული ჯემის ქილებით გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. კოსმა აღნიშნა, რომ ქილებში სომხური გარგარისგან მომზადებული ჯემია. თავად გარგარი მას სომხეთში განხორციელებული ვიზიტის დროს აჩუქეს. “ეს არის ჯემი, რომელიც სომხური გარგარისგან მოვამზადე.გარგარი სიმბოლურად გამოხატავს სომხეთში მიმდინარე ცვლილებებს. გასული თვის არჩევნებზე სომეხთა უმრავლესობამ ხმა მისცა პარტიებს, რომლებიც ევროკავშირთან უფრო მჭიდრო პარტნიორობას […]

Continue Reading

ქვეყნიდან უკვე გაძევებულია 2090 არალეგალი მიგრანტი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, თურქმენეთის, რუსეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, პაკისტანის, ნიგერიის, ეგვიპტის, ფილიპინების და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 54 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის […]

Continue Reading