სანამ „ქართული ოცნება“ საერთაშორისო ტრიბუნას ტყუილებისთვის და რეალობის დამალვისთვის იყენებს, ვაკეთებთ იმას, რის კეთებაზეც ხელისუფლება უარს ამბობს – ვიცავთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს,- ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „X“-ზე წერს.
მისი თქმით, ჰააგაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ფარგლებში, „მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავს ეუთო-ს ხელმძღვანელებთან“.„ჰააგაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ფარგლებში, მნიშვნელოვან შეხვედრებს ვმართავ ეუთო-ს ხელმძღვანელობასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან და იმ დელეგაციებთან, რომლებიც ათწლეულებია საქართველოს გვერდით დგანან.
“სანამ „ქართული ოცნება” საერთაშორისო ტრიბუნას ტყუილებისთვის და რეალობის დამალვისთვის იყენებს, ჩვენ ვაკეთებთ იმას, რის კეთებაზეც ხელისუფლება უარს ამბობს – ვიცავთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ გაცემული ცარიელი დაპირებებისა და ოკუპანტებისთვის სამარცხვინო ბოდიშის მოხდის შემდეგ, „ქართული ოცნება” ცდილობს საზოგადოებას შეაგუოს როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივ დაკარგვას, ისე ქვეყნის ევროპული მომავლის განადგურებას. ეს აღარ არის მხოლოდ უმოქმედობა – ეს არის კოლაბორაციონიზმი.
სწორედ ამიტომ, ხელისუფლების უმოქმედობის პირობებში, ჰააგაში ჩვენი მთავარი ამოცანაა პარტნიორების მობილიზება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ დაჩქარებული ანექსიის პროცესების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონში ბოლო სამი თვის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
ჩემს გუნდთან ერთად, ყველგან, სადაც საქართველოს ხმა უნდა ისმოდეს, გავაგრძელებ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად”,- წერს გახარია.
გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი
