10 წლის ბიჭი ველოსიპედით თამაშისას დაშავდა, თუმცა “გორმედში” ვერ გაიგეს, რომ მოზარდს თრომბი განუვითარდა, რის გამოც მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა

დღის სიახლეები საზოგადოება

კლინიკა „გორმედის“ ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებენ. 10 წლის ბიჭის ოჯახის წევრების განცხადებით, 3 ივლისს ბავშვი ველოსიპედით თამაშისას დაშავდა, თუმცა კლინიკაში ვერ გაიგეს, რომ მოზარდს თრომბი განუვითარდა, რის გამოც მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

ოჯახის წევრები მედიკოსების სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას მოითხოვენ. მათ უკვე მიმართეს უწყებას. გარდა ამისა, ისინი ჯანდაცვის სამინისტროს საქმის შესწავლისკენ მოუწოდებენ. ამჟამად მოზარდი თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას.

„ვენები დახეთქილი იყო, თრომბი განვითარებული ყოფილა. ჩვენ ეს არ ვიცოდით იმიტომ, რომ ექიმმა ვერ გაიგო, არ გაგვაფრთხილა, თუნდაც რომ შევეშინებინეთ და სასწრაფოდ ჩვენ თვითონ გადაგვეყვანა ბავშვი, რომ მიგვეხედა. რეანიმობილი 2 საათიანი დაგვიანებით მოვიდა, 4 საათიანი ლოდინის შემდეგ ინგოროყვას კლინიკაში შევედით. მეორე დღეს ექიმმა გვითხრა, იძულებული ვარ ფეხი მოვკვეთოო“, – აცხადებს ოჯახის ერთ-ერთი წევრი “ფორმულასთან“ საუბარში.

გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *