ხელოვნური ინტელექტის განვითარება უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის ღირსების, ფუნდამენტური უფლებებისა და ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემას – ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს არა მხოლოდ ტექნოლოგიურ პროგრესს, არამედ მნიშვნელოვან პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გამოწვევას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის კოორდინირებულ მიდგომას საჭიროებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟენევაში, „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების ფონზე საერთაშორისო თანამშრომლობისა და […]

Continue Reading

ცვლილება სკოლებში – ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი, საქართველოს ისტორია კი ცალკე საგნად შეისწავლება

2026 -2027 სასწავლო წელს, მოსწავლეები გარკვეულ საგნებს ახალი საათობრივი ბადით ისწავლიან. შესაბამისი საათობრივი ბადე სკოლებს უკვე დაეგზავნათ, თუმცა ის ოფიციალურად ჯერ არ დამტკიცებულა. დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, წინა წლებისგან განსხვავებით, ნაცვლად მე-8 კლასისა, ქიმიის საგნის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება. გარდა ამისა, მე-7 კლასიდან ქართულ ენასა და ლიტერატურას მოსწავლეები ცალ-ცალკე საგნებად ისწავლიან. ასევე, მე- 7 კლასიდან ცალკე საგნად […]

Continue Reading

თურქეთმა საკრუიზო გემს თავის პორტებში შესვლა აუკრძალა – მედია

თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის პორტებში შესვლა აუკრძალა „სკარლეტ ლედის“ – საკრუიზო გემს, რომელსაც, ძირითადად, ამერიკელი ლგბტქ+ თემის ტურისტებს გადაჰყავდა. გადაწყვეტილება დასახელდა „მორალური ნორმებისა“ და „ოჯახური ღირებულებების“ დაცვის აუცილებლობად. ამის შესახებ “თურქ ნიუსი” იუწყება. Atlantis Events-ის მიერ ორგანიზებული Athens to Venice-ის მიმართულებით კრუიზი საბერძნეთიდან 5 ივლისს გამოვიდა. გემი კუშადასსა და სტამბოლში უნდა გაჩერებულიყო. თუმცა, თურქეთის ხელისუფლებამ მას […]

Continue Reading

გადავადდა კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით მზა სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადავადდა. „ტექნიკური რეგლამენტის − სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 8 ივნისის №304 დადგენილებაში ცვლილება შევიდა. ცვლილების თანახმად, სასურსათო კონტეინერების აკრძალვის ამოქმედების ახალ ვადად 2027 წლის 1 იანვარი, ხოლო […]

Continue Reading

უფლებადამცველები ფატიმა ქერიმოვას მკვლელობაში ბრალდებულის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირებას ითხოვენ

უფლებადამცველები ბიძაშვილის, ფატიმა ქერიმოვას მკვლელობაში ბრალდებულის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირებას ითხოვენ – საუბარია თბილისში, ვარკეთილში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე, როცა კაცმა ნათესავი ქალი სასტიკად სცემა და ბალიშით გაგუდა.  ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ვინაიდან მკვლელობა საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა და ბრალდებულზე საერთაშორისო ძებნა ქართულმა მხარემ გამოაცხადა, საქმეც ქართულმა სასამართლომ უნდა განიხილოს.  რადგან თურქეთში დაკავებული კაცი, ეროვნებით აზერბაიჯანელია, შესაძლოა, მისი ექსტრადირება […]

Continue Reading

აშენდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური – რა გადაწყვეტილება მიიღო ხელისუფლებამ

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრე და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნული მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 6 ივლისს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 ივლისს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილოეთიდან გავრცელებული გრილი და ნოტიო ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი,ზოგან ძლიერი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით ზოგან […]

Continue Reading

6 ივლისის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 6 ივლისს ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს ზეიმობს და მოწამეებს აგრიპინას, ევსტოქიოსისა, გაიოზისა, პროვოსისა, ლოლიოსისა, ურბანისა და სხვებს იხსენიებს. ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი გადმოცემით ლუკა მახარებლის მიერ იმ მაგიდის დაფაზეა დაწერილი, რომელზედაც იესო ქრისტე თავის დედასთან მარიამთან და მართალ იოსებთან ერთად ტრაპეზობდა. გადმოცემით, ხატიღვთისმშობლის მიძინებამდე დაიწერა. 450 წელს იმპერატორ თეოდორე უმცროსის […]

Continue Reading

„სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ნამდვილ ომად გადაიქცა – კრემლი

„ვესტის“ კორესპონდენტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში კრემლის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ის, რაც „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ სახით დაიწყო, ახლა დასავლეთის ქვეყნების ჩართულობის გამო გრძელდება როგორც ომი. „ომი მიმდინარეობს, ეს ნამდვილი ომია. გრძელდება როგორც ომი, რადგან კიევის უკან ბერლინი, პარიზი, ჰააგა, ოსლო და, სამწუხაროდ, ვაშინგტონი დგანან“, – თქვა მან. პესკოვის თქმით, დასავლეთის ქვეყნები უკრაინას სატელიტური […]

Continue Reading

ხაშურში პირველი “ცათამბჯენი” შენდება – ვინ აშენებს რა ღირს კვადრატული მეტრი

ხაშურის პირველ ,,ცათამბრჯენში” – 17-სართულიან მშენებარე კორპუსში ბინების დაჯავშნა და ფართების შესყიდვა უკვე დაიწყო. ამის შესახებ “ქართლის ამბები” წერს. მათივე ცნობით, ახალ “ცათამბჯენში” 1 კვ.მ ფასი 850 დოლარიდან იწყება. ყველაზე მცირე ზომის ბინა 45 კვ.მ ფართობის იქნება. “კორპუსს ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი აშენებს. როგორც ,,ქართლის ამბები” წერდა, ვალერი გელაშვილმა მერიას 22-სართულიანი შენობის პროექტი წარუდგინა დასამტკიცებლად. თუმცა, […]

Continue Reading