ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება იმ საქმეზეც გაუფორმდა, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი

მსჯავრდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება იმ საქმეზეც გაუფორმდა, რომელზეც 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. კერძოდ, ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს, ასევე ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. შეთანხმების თანახმად, ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა პენიტენციურ დაწესებულებას სექტემბრის ბოლოს დატოვებენ, რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძეს, ის […]

Continue Reading

მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

პოლიტიკიდან წასულ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა, ამის შესახებ „ოცნების“ მთავრობის 8 სექტემბრის განკარგულებიდან ხდება ცნობილი, რომელსაც ხელს ივანიშვილის პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს ცნობისთვის, მდინარაძემ 27 აგვისტოს დატოვა რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტი და პოლიტიკაც მანამდე იკავებდა სუსის უფროსის თანამდებობას — მდინარაძის თქმით, პოლიტიკა მისი სურვილით გუნთან შეთანხმებით დატოვა ტელეკომპანია “ფორმულა” გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

„შავი ღრუბლების კამარა შეიკრა მამუკა მდინარაძის და მისი კლანის თავზე“… ,,ეს არის მამუკა მდინარაძის სახლში გაშვების გაგრძელება – დაველოდოთ, ვინ იქნება შემდეგი” – ოპოზიცია გელაძის წასვლას აფასებს

კრიზისი არის ისტერიული, ტოტალური და ყოვლისმომცველი და ამას აჩვენებს, „დაღლილი“ ხალხის სახლში გასტუმრება. ვხედავთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პარანოიას, რომელიც ერთ დღეში ღლის ადამიანებს. ბატონი ამ თავის ახალ აგონიაში როგორ სასჯელს დაუწესებს ამ ადამიანებს, ამას ვუყუროთ კარგი ფელეტონივით,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა სუს-ის ხელმძღვანელის გელა გელაძის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა. თაზო დათუნაშვილი მიიჩნევს, რომ გრძელდება კლანური დაპირისპირება და […]

Continue Reading

დღეიდან ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დღეიდან დაიწყო. ცენტრის ცნობით, 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები. გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ე.წ. მეორადი ჩარიცხვისთვის პროგრამების არჩევის პროცესში აბიტურიენტებს დაეხმარებათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განახლებული ელექტრონული […]

Continue Reading

სუს-ის შეფი თანამდებობას ტოვებს

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი გეკა გე­ლა­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გე­ლა­ძე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. გე­ლა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, “პო­ლი­ტი­კურ გუნდთან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად”, საქ­მი­ა­ნო­ბას სხვა უწყე­ბა­ში გა­აგ­რძე­ლებს. “მი­ვი­ღე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, დავ­ტო­ვო სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა. პო­ლი­ტი­კურ გუნდთან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად, საქ­მი­ა­ნო­ბას სხვა უწყე­ბა­ში გა­ვაგ­რძე­ლებ, სა­დაც კვლა­ვაც მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ვემ­სა­ხუ­რე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა ჩემ­თვის […]

Continue Reading

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში მომხდარი სიახლიანი დაპირისპირების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში მომხდარი სიახლიანი დაპირისპირების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.  ირკვევა, რომ დაჭრილია 24 წლის მათე ბერიშვილი, მას რამდენიმე ჭრილობა გულ-მკერდის არეში აღენიშნება.  TV პირველისთვის მოწოდებული ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული კაცი კი დროებით ოკუპირებული აფხაზეთში მცხოვრები პირია. როგორც წყარო გვიდასტურებს, ეს უკანასკნელი პოლიციას ამ ეტაპზე დაკავებული არ ჰყავს.  ადგილოვრივები ამბობენ, რომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული სავარაუდოდ […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 14 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14 სექტემბერს დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატებაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +13, +18°, დღისით +26, +31°; მთაში ღამით +8, +13°, დღისით +26, +31°; მაღალმთაში ღამით +2, +7°, დღისით +23, +28°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში […]

Continue Reading

14 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია 14 სექტემბერს აღნიშნავს კრებას ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა მიასინეს სავანეში (ხსენება წმიდა ხატის პოვნისა) (864); ხსენებას ღირსისა სვიმეონ მესვეტისა, არქიმანდრიტისა (459); ღირსი მართასი, დედა სვიმეონ მესვეტისა (+428); მოწამისა აითალა დიაკონისა (380); 40-თა მოწამეთა ქალწულთა მმარხველთა და მოწამისა ამუნი დიკონისა, მოძღვრისა მათისა (IV); მოწამეთა: კალისტასი და ძმათა მისთა, ებოდისა და ერმოგენისა (309); მართლისა ისუ (ისო) ძისა […]

Continue Reading

მართლმადიდებელი ეკლესია 14 სექტემბერს ინდიქტიონის, ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 14 სექტემბერს ინდიქტიონის, ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს. წმიდა ეკლესია “ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედს” შესთხოვს, “აკურთხოს გვირგვინი წელიწადისა”. ეკლესიაში ახალი სტილით 14 სექტემბრიდან წელიწადის ათვლა უძველესი დროიდან მოდის. არსებული ინფორმაციით, ამ თარიღის დაწესება პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას უკავშირდება და მისი აღნიშვნა რამდენიმე მოვლენამ განაპირობა. ტერმინი “ახალი წელი” რომს უკავშირდება. საღვთისმსახურო წიგნი “ჟამნი” მოგვითხრობს, […]

Continue Reading

კიევი-ვარშავას მატარებლის სიახლოვეს, რომელსაც დღეს რუსული დრონი თავს დაესხა, ბორის ჯონსონი და სხვა ევროპელი ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ – მედია

კიევი-ვარშავას მატარებლის სიახლოვეს, რომელსაც დღეს რუსული დრონი თავს დაესხა, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი და სხვა ევროპელი ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ. უკრაინის რკინიგზის განცხადებით, რუსეთმა სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივს ვოლინის რეგიონში, პოლონეთის საზღვრიდან ორ კილომეტრში დაარტყა. „უკრაინსკა პრავდა“ იუწყება, რომ მატარებელი კიევიდან ვარშავაში მიემგზავრებოდა. „შპიგელის“ ცნობით, უკრაინიდან კიდევ ერთ მატარებელში იმყოფებოდნენ ფრიდრიხ მერცის საგარეო პოლიტიკისა და […]

Continue Reading