შესაძლოა, ბრიტანეთის სპეცრაზმმა რუსები უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის მოამზადა – The Telegraph

შესაძლოა, ბრიტანეთის სპეცრაზმმა რუსები უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის მოამზადა, იუწყება The Telegraph. გამოცემის მიერ მოყვანილი სადაზვერვო ჩანაწერები ამტკიცებს, რომ ბრიტანული SAS-ის და სხვა დასავლური სპეცრაზმების ვეტერანები რუსებს ბულგარეთსა და სერბეთში არსებულ კერძო სამხედრო ბანაკებში ამზადებდნენ, მათ შორის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგაც. ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ბულგარული „ალფა-მეტალის“ ბანაკია, რომელიც, სავარაუდოდ, სანქტ-პეტერბურგში დაფუძნებულ რუსულ უსაფრთხოების კომპანიასთან არის დაკავშირებული. […]

Continue Reading

ვალუტის კურსი 11 სექტემბრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 11 სექტემბრიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6101, ევრო – 3.0342, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5336 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარი – 2.6104, ევრო – 3.0364, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.5350 ლარი ღირდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 2026 წლის 11 სექტემბერს […]

Continue Reading

პრემიერი – სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანია, ასეთ თემებზე გადაწყვეტილებები ვერ მიიღება გაუმჭვირვალედ

გარეჯთან დაკავშირებულ კამპანიას, სხვა კამპანიებს, რომლებსაც აწარმოებენ შავ-ბნელი მედიის მეშვეობით, აქვს ერთადერთი შეფასება – ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები, რასაც უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, იყო უამრავი პრობლემა, მათ შორის, კორუფციასთან დაკავშირებით და ამ პრობლემებს ვერავინ გადაფარავს ყალბი კამპანიებით. „აშკარად იკვეთება აქ დაკვეთილი კამპანიის ნიშნები. ეს კამპანიები […]

Continue Reading

“არ არის აუცილებელი ყველაზე და ყველაფერზე კომენტარი, ამით საკუთარ თავს აუფასურებთ” – ათი რჩევა ახალბედებს ლალი მოროშკინასგან

“10 რჩევა სოც.ქსელებში პოლიტიკურად ანგაჟირებული ახალბედებისთვის, ან ძველგაზრდებისთვის, რომლებიც ერთი და იმავე წყალში შედიან, შედიან, შედიან…. 1.ყველა ახალი ამბავი სამი დღის მერე ნაგავშია გადასაგდები, შესაბამისად ნუ შეიწუხებ თავს.არც შენზე ამბავი იციცხლებს დიდხანს და არც სხვაზე… 2.არ არის აუცილებელი ყველაზე და ყველაფერზე კომენტარი, ამით საკუთარ თავს აუფასურებთ, “ყველაფერშჩიკობა” მხოლოდ უკაცრიელ კუნძულზეა კარგი. 3. ნუ ცდილობ სხვას […]

Continue Reading

თბილისში არასრულწლოვანი მოკლეს – დაკავებულია ასევე არასრულწლოვანი

თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არასრულწლოვანი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე არასრულწლოვანი პირი. უწყების ცნობითვე, დაკავებულმა არასრულწლოვანს ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების […]

Continue Reading

თორნიკე რაზმაძე – “შსს მედავება მარგარიტა სიმონიანს და ვლადიმერ სალავიოვს რატომ აგინეო”

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამოქალაქო აქტივისტის, თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო. საქმე ეხება რაზმაძის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს. როგორც თორნიკე რაზმაძე ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მას „რუსი პროპაგანდისტების“ მისამართით შეურაცხყოფას ედავება. „არ დაიჯერებთ, რის გამო აღძრეს საქმე და მიბარებენ სასამართლოში, რათა ან დამაპატიმრონ ან უზარმაზარი ჯარიმა გამომიწერონ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მედავება […]

Continue Reading

გაქცევა მობილიზაციის წინ: როგორ „იჭრებიან“ რუსები საქართველოში არჩევნების წინ და რა საფრთხეს ქმნის ეს – სტატია

ამ სათაურით გამოცემა “Украйнская Правда” რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელსაც “პრესექსპრესი” უცვლელად გთავაზობთ: უზარმაზარი რიგები და ისიც მხოლოდ ერთი მიმართულებით. ეს არის სურათი, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთ-საქართველოს საზღვარზე შეინიშნებოდა. არსებული მონაცემებით, მხოლოდ აგვისტოს ბოლოსწინა კვირაში, ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით, რუსეთი 113 000-ზე მეტმა ადამიანმა და 33 000-ზე მეტმა მანქანამ დატოვა. ეს ამ […]

Continue Reading

ტრამპი ყველა ზრდასრულ ამერიკელს 5000 დოლარს დაჰპირდა, თუ “რესპუბლიკელები” შუალედურ არჩევნებში კონგრესზე კონტროლს შეინარჩუნებენ

„თუ რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, თქვენც ჩვენთან ერთად გაიმარჯვებთ და 5000 დოლარს მიიღებთ“, – განაცხადა ტრამპმა დალასში გამართულ პარტიულ ყრილობაზე. მან თავის ინიციატივას „ტრამპის დივიდენდი“ უწოდა. Associated Press-ის შეფასებით, გადახდები ტრილიონ დოლარზე მეტი დაჯდება და კონგრესის თანხმობას საჭიროებს. თუმცა, ტრამპის გამოსვლიდან მალევე, ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა აღიარა, რომ მდიდარი ამერიკელები ამ თანხას არ მიიღებდნენ, იუწყება AP. მან განაცხადა, […]

Continue Reading

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე – „ქართული ეროვნული ლეგიონის“ მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან, რომლებიც აუცილებლად აგებენ პასუხს თავიანთ ქმედებებზე

„ქართული ეროვნული ლეგიონის“ მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსულ სახელმწიფო გამოცემა TASS-ს განუცხადა. „მათ მიმართ ჩემი დამოკიდებულება ცალსახაა. ისინი სამხედრო დამნაშავეები არიან, რომლებიც აუცილებლად აგებენ პასუხს თავიანთ ქმედებებზე და რუსეთის ფედერაციის კანონების შესაბამისად გასამართლდებიან“, – ასე უპასუხა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მიმართ მისი დამოკიდებულების შესახებ დასმულ შეკითხვაზე. […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 10 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +8, +13°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +4, +9°, დღისით +23, +28°; მაღალ მთაში ღამით 0, […]

Continue Reading