“არ არის აუცილებელი ყველაზე და ყველაფერზე კომენტარი, ამით საკუთარ თავს აუფასურებთ” – ათი რჩევა ახალბედებს ლალი მოროშკინასგან

დღის სიახლეები საზოგადოება

“10 რჩევა სოც.ქსელებში პოლიტიკურად ანგაჟირებული ახალბედებისთვის, ან ძველგაზრდებისთვის, რომლებიც ერთი და იმავე წყალში შედიან, შედიან, შედიან….

1.ყველა ახალი ამბავი სამი დღის მერე ნაგავშია გადასაგდები,

შესაბამისად ნუ შეიწუხებ თავს.არც შენზე ამბავი იციცხლებს დიდხანს და არც სხვაზე…

2.არ არის აუცილებელი ყველაზე და ყველაფერზე კომენტარი, ამით საკუთარ თავს აუფასურებთ, “ყველაფერშჩიკობა” მხოლოდ უკაცრიელ კუნძულზეა კარგი.

3. ნუ ცდილობ სხვას ტალახი ესროლო, იქნებ ეს სატესტო რეჟიმში ჩატარებული ექსპერიმენტია.

ის კი ჩამოირეცხავს ტალახს, აი შენ კი ვერასოდეს “გათეთრდები”.

4.ყველა ულტრა თემა მხოლოდ 09.00 -იდან 11.00 -მდე “იდება”.ასევე ვერ გავცემ რეკომენდაციას შაბათ-კვირაზე.

მეორადი თემები მოსულა…

5. გაზომე მტრის რეიტინგი და მერე “დაეტაკე”.თუ შენზე ძლიერია, მოიცადე სანამ ფატალურ შეცდომას დაუშვებს, რომ მერე თავად არ მოგიწიოს არაპირდაპირი ბოდიში, ან სულაც გვერდის გაუქმება.

6. არ უპასუხო შენზე გაკეთებულ ყველა კომენტარს. ამით შენ არაფერი სარგებელი, ის ვიღაც კი რეკლამას იკეთებს შენით-პარაზიტირებს რეიტინგზე.

7. არ დადო “ფბ” -ზე სრული სიმართლე, ანუ რა ჭამე, რა დალიე, ვისთან გეძინა და სად ერთობი, თუ ეს წინასწარ არაა გაფილტრული.

8. სრულიად მიუღებელია ავადმყოფობების გამოფენა

თავი გტკივა, თუ კუჭი, არავის აინტერესებს.ამისათვის ტელეფონი არსებობს.

არასოდეს არ მოაწყო ფოტოსესია საავადმყოფოდან, რა შემდეგი მორგია?

9. არ შექმნა ფბ.შეყვრებულთან ან ქმართან ერთად. იგი წავა და ისტორიას გაიყოლებს.

10. თუ ხვდები, რომ პოლიტიკა შენი არაა, არ შეგიძლია მისი უდიდებულესობა “იგნორი”, ტყუილად ნუ ფაფხურობ, კიდევ ბევრი საინტერესო პროფესიაა.

P.S.არასოდეს წაშალო ყოფილ თანამდებობის

პირებთან გადაღებული ფოტოები. ის ფაქტი, რომ ახლა “ზევით” არ არიან, მათი პრობლემაა.

და ბოლოს,

ჯერ გაარკვიე, შენ ხომ არ ხარ ის

“სასარგებლო იდიოტი?”

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *