თბილისში არასრულწლოვანი მოკლეს – დაკავებულია ასევე არასრულწლოვანი

თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არასრულწლოვანი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე არასრულწლოვანი პირი. უწყების ცნობითვე, დაკავებულმა არასრულწლოვანს ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების […]

Continue Reading

თორნიკე რაზმაძე – “შსს მედავება მარგარიტა სიმონიანს და ვლადიმერ სალავიოვს რატომ აგინეო”

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამოქალაქო აქტივისტის, თორნიკე რაზმაძის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო. საქმე ეხება რაზმაძის მიერ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს. როგორც თორნიკე რაზმაძე ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მას „რუსი პროპაგანდისტების“ მისამართით შეურაცხყოფას ედავება. „არ დაიჯერებთ, რის გამო აღძრეს საქმე და მიბარებენ სასამართლოში, რათა ან დამაპატიმრონ ან უზარმაზარი ჯარიმა გამომიწერონ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მედავება […]

Continue Reading

გაქცევა მობილიზაციის წინ: როგორ „იჭრებიან“ რუსები საქართველოში არჩევნების წინ და რა საფრთხეს ქმნის ეს – სტატია

ამ სათაურით გამოცემა “Украйнская Правда” რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელსაც “პრესექსპრესი” უცვლელად გთავაზობთ: უზარმაზარი რიგები და ისიც მხოლოდ ერთი მიმართულებით. ეს არის სურათი, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთ-საქართველოს საზღვარზე შეინიშნებოდა. არსებული მონაცემებით, მხოლოდ აგვისტოს ბოლოსწინა კვირაში, ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით, რუსეთი 113 000-ზე მეტმა ადამიანმა და 33 000-ზე მეტმა მანქანამ დატოვა. ეს ამ […]

Continue Reading

ტრამპი ყველა ზრდასრულ ამერიკელს 5000 დოლარს დაჰპირდა, თუ “რესპუბლიკელები” შუალედურ არჩევნებში კონგრესზე კონტროლს შეინარჩუნებენ

„თუ რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, თქვენც ჩვენთან ერთად გაიმარჯვებთ და 5000 დოლარს მიიღებთ“, – განაცხადა ტრამპმა დალასში გამართულ პარტიულ ყრილობაზე. მან თავის ინიციატივას „ტრამპის დივიდენდი“ უწოდა. Associated Press-ის შეფასებით, გადახდები ტრილიონ დოლარზე მეტი დაჯდება და კონგრესის თანხმობას საჭიროებს. თუმცა, ტრამპის გამოსვლიდან მალევე, ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა აღიარა, რომ მდიდარი ამერიკელები ამ თანხას არ მიიღებდნენ, იუწყება AP. მან განაცხადა, […]

Continue Reading

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე – „ქართული ეროვნული ლეგიონის“ მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან, რომლებიც აუცილებლად აგებენ პასუხს თავიანთ ქმედებებზე

„ქართული ეროვნული ლეგიონის“ მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსულ სახელმწიფო გამოცემა TASS-ს განუცხადა. „მათ მიმართ ჩემი დამოკიდებულება ცალსახაა. ისინი სამხედრო დამნაშავეები არიან, რომლებიც აუცილებლად აგებენ პასუხს თავიანთ ქმედებებზე და რუსეთის ფედერაციის კანონების შესაბამისად გასამართლდებიან“, – ასე უპასუხა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მიმართ მისი დამოკიდებულების შესახებ დასმულ შეკითხვაზე. […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 10 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +8, +13°, დღისით +25, +30°; მთაში ღამით +4, +9°, დღისით +23, +28°; მაღალ მთაში ღამით 0, […]

Continue Reading

10 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 10 სექტემბერს წმიდა მოწამე შუშანიკის, ღირსი მოსე შავის და ანნა წინასწარმეტყველის ხსენების დღეს აღნიშნავს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში. წმიდა მოწამე შუშანიკი წმიდა შუშანიკი ქართლის პიტიახშის, ვარსქენის მეუღლე იყო. ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილი დედოფალი ბავშვობიდანვე ღვთის შიშითა და სიყვარულით გამოირჩეოდა. იმ დროს ქართლში სპარსელები ბატონობდნენ. […]

Continue Reading

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისათვის ღირსი მამის, გაბრიელის სახელის გამოყენება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ემიჯნება ღირს გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის სახელის სამხედრო მოქმედებათა გამართლებისა თუ მხარდაჭერის მიზნით გამოყენების ფაქტს, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. კერძოდ, ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში „მამა გაბრიელ ურგებაძის სახელობის ქვედანაყოფის“ ჩამოყალიბდა. ანდრია ჯაღმაიძის თქმით, შეშფოთებასა და წუხილს იწვევს […]

Continue Reading

„მას სურს შეთანხმების დადება“ – ტრამპმა პუტინთან სატელეფონო საუბარზე კომენტარი გააკეთა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინდელ სატელეფონო საუბარს ვლადიმერ პუტინთან „შესანიშნავი“ უწოდა. “ჩვენ შესანიშნავი საუბარი გვქონდა. მას სურს შეთანხმების დადება და თუ ზელენსკისაც სურს შეთანხმების დადება, ეს ძალიან კარგი იქნება“, – თქვა ტრამპმა. მანვე დასძინა, რომ პუტინიც და ზელენსკიც „ბრძოლით დაიღალნენ“. გუშინ პუტინმა ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა, იტყობინება მისი თანაშემწე იური უშაკოვი. მისი თქმით, პუტინმა და […]

Continue Reading

რუსეთის მოქალაქეს, რომელიც საქართველოდან შეერთებულ შტატებში კიბერთაღლითობის ბრალდებით არის ექსტრადირებული, 175 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

36 წლის რუსეთის მოქალაქე სერგეი ფილიმონოვს ბრალი ედება „ტრანსნაციონალურ კიბერთაღლითურ შეთქმულებაში“ მონაწილეობაში, რომელიც შეერთებულ შტატებში მცხოვრები მსხვერპლთა საბანკო ანგარიშებიდან თანხების მოპარვას გულისხმობს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ბრალდების თანახმად, ფილიმონოვი და მისი თანამოაზრეები ცდილობდნენ „მილიონობით დოლარის მოპოვებას მსხვერპლთა ანგარიშებიდან, მათ შორის ჯორჯიის ჩრდილოეთ ოლქში მდებარე კომპანიების ანგარიშებიდან“. როგორც ცნობილია, რუსეთის მოქალაქე პარასკევს ჯორჯიის ჩრდილოეთ ოლქის სასამართლოს […]

Continue Reading