რობერტ ქოჩარიანი – ფაშინიანი არა მხოლოდ სომხურ მიწებს თმობს, არამედ არღვევს ერის კოლექტიურ ნებას და სულიერ ღირებულებებს, ეს უნდა დასრულდეს ან ყველამ უნდა დაიწყოს თურქული ენის შესწავლა

ფაშინიანი არა მხოლოდ სომხურ მიწებს თმობს, არამედ არღვევს ერის კოლექტიურ ნებას და სულიერ ღირებულებებს, რომლებიც ნებისმიერი სახელმწიფოს საფუძველს წარმოადგენს. ეს უნდა დასრულდეს ან ყველამ უნდა დაიწყოს თურქული ენის შესწავლა, – ამის შესახებ აღნიშნულია სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის განცხადებაში, რომელიც მისი ოფისის ხელმძღვანელმა, ბაგრატ მიქოიანმა წაიკითხა. ქოჩარიანის თქმით, მის წინააღმდეგ უკანასკნელი სისხლის სამართლის ბრალდება იმდენად აბსურდულია, რომ […]

Continue Reading

“ივანიშვილი რამდენი წლისაა?” – რომან გოცირიძე ერვოვნული ბანკის აკრძალვის შესახებ

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე იმ შეზღუდვის შესახებ წერს, რომლის მიხედვითაც 60 წელს გადაცილებულებზე შეზღუდვებს აწესებს: “ხვალიდან ეროვნული ბანკი სრულიად წარმოუდგენელ, დისკრიმინაციულ და ჩემი აზრით, ანტიკონსტიტუციურ წესს აამოქმედებს: 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს, სპეციალური შესწავლის გარეშე, ეკრძალებათ სარისკოდ მიჩნეული გადარიცხვის განხორციელება, თუ თანხა 500 ლარს აღემატება. ასეთ სარისკო ოპერაციებად ითვლება კრიპტოვალუტის, ან […]

Continue Reading

სალომე სამადაშვილი – არაფერი უკეთ არ აღწერს, „ქართული ოცნების“ შიდა ლპობის პროცესს, როგორც პაპუაშვილის დღევანდელი ბრიფინგი, ხანგრძლივი პაუზის შემდგომ

არაფერი უკეთ არ აღწერს, „ქართული ოცნების“ შიდა ლპობის პროცესს, როგორც პაპუაშვილის დღევანდელი ბრიფინგი, ხანგრძლივი პაუზის შემდგომ,- ამის შესახებ განცხადებას „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს და იმ თემებს აანალიზებს, რომლებზეც ბრიფინგის მიმდინარეობისას პაპუაშვილმა ისაუბრა. სამადაშვილმა პაპუაშვილის განცხადებები, რომელიც დასავლურ ქვეყნებს მიემართებოდა, ასე შეაფასა: ძველი და დაფხაჭნილი ფირფიტა“ „1. ძველი და დაფხაჭნილი ფირფიტა უცხოელების […]

Continue Reading

„მე ჩამომახრჩობენ“, – ამის შესახებ პუტინმა თავის ნდობით აღჭურვილ პირებს უთხრა – The Economist

ვლადიმერ პუტინმა ერთხელ თავის ზოგიერთ ნდობით აღჭურვილ პირს უთხრა: „მე ჩამომახრჩობენ“, – წერს The Economist ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. გამოცემა ამ განცხადების კონტექსტს არ იძლევა. The Economist-ის თანახმად, პუტინი მიიჩნევს, რომ ომის დასრულებამ მინიმალური მიზნის – მთელი დონბასის დაკავების მიღწევის გარეშეც კი შეიძლება საფრთხე შეუქმნას მის ძალაუფლებას და სიცოცხლეს. კრემლთან დაახლოებული წყაროები აცხადებენ, რომ რამდენიმეკვირიანი განხილვის […]

Continue Reading

ხვალიდან 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საგადახდო მოთხოვნები მკაცრდება – რა ბრძანება გამოსცა სებ-მა

„500 ლარზე მეტის აზარტული, კრიპტო ტრანზაქცია საეჭვოდ ჩაითვლება – ხვალიდან 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საგადახდო მოთხოვნები მკაცრდება,“ – აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის აპრილში მიიღო. კერძოდ, სებ-ის პრეზიდენტის ნათია თურნავას ბრძანებით, ცვლილება შევიდა მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციისა და ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში, რაც ხელს შეუწყობს და უფრო ეფექტიანს გახდის მოწყვლადი […]

Continue Reading

უნდა მიიღონ ქართველი ხალხის ნება ისეთი, როგორიც არის. ეს არის გაეროს წესდების მთავარი პრინციპი – სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩაურევლობის და სუვერენიტეტის პატივისცემისა – პაპუაშვილი აშშ-თან ურთიერთობაზე

ჩვენი სურვილი არის, რომ სტრატეგიული პარტნიორობა, რომელშიც საქართველომ, თავის დროზე, შესაძლოა, უფრო მეტი გააკეთა თავისი მასშტაბებიდან გამომდინარე, ვიდრე აშშ-ს წინა ადმინისტრაციამ, ეს სტრატეგიული ურთიერთობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან. ეს სურვილი გამოვთქვით. ვისაც სურვილი აქვს, რომ ჩვენთან იმეგობროს და ჰქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა, ჩვენ მზად ვართ ამისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა საქართველო-აშშ-ს ურთიერთობაზე. […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 31 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 31 აგვისტოს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან მოქმედი გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი,აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი, ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის გაძლიერება. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის […]

Continue Reading

31 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

მართლმადიდებელი ეკლესია 31 აგვისტოს ღირსი ქრისტოდულეს, მოწამეთა ფლოროსისა და ლავროსის, ერმის, სერაპიონისი და პოლიენის, მღვდელმოწამე ემელიანე ეპისკოპოსის ილარიონის, დიონისეს და ერმიპეს, ასევე, წმიდა იოანესი და გიორგის, ღირსი იოანე რილელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ქრისტოდულე ფილოსოფოსი ღირსი მამა ქრისტოდულე ფილოსოფოსი XII საუკუნის იმ წმიდა მამათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა ცხოვრებამ და მოღვაწეობამ წარუშლელი კვალი დატოვა ეკლესიისა და ერის […]

Continue Reading

რას ჰყვება დაურ ბუავას საქმეზე დაკავებული ქალი – პროკურატურამ ჩვენება გაასაჯაროვა

საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქე ვ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა.  „მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას დეტალურად მივაწოდოთ ამ დროისთვის გამოძიების მიერ დადგენილი გარემოებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაურ ბუავა ქ. თბილისში, დიდ დიღომში, კრისტიან […]

Continue Reading

ლოზანაში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძემ ოქროს მედალი, ხოლო გურამ თუშიშვილმა ბრინჯაო მოიპოვა

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემზე ილია სულამანიძემ (100 კგ) ოქროს მედალი, ხოლო გურამ თუშიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ილია სულმანიძემ ფინალში ნიდერლანდელი სიმეონ კატარინა დაამარცხა. გურამ თუშიშვილმა კი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ემირატების სახელით მოასპარეზე მაგომედომარ მაგომედომარის აჯობა. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading