აბიტურიენტებს, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნებათ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აბიტურიენტებს, რომელთაც გადალახეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას აძლევს. როგორც მინისტრმა გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა, წელს სამინისტრო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით დაუშვებს გამონაკლისს. „საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 19 აგვისტოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები, რომლის თანახმად, მიმდინარე წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოცხადებული 39 689 აბიტურიენტიდან […]

Continue Reading

ზუგდიდში აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები

გამოცემა “თაიმერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ზუგდიდში, ქალაქის შესასვლელთან მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე ბენზინმზიდის აფეთქების შედეგად არავინ გარდაცვლილა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც „თაიმერს“ ექიმებმა განუცხადეს, დაშავებულებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აფეთქების შედეგად დაზიანდა მიმდებარედ მდგომი ავტომობილები. ასევე, ახლოს მდებარე საცხოვრებელ სახლებს მინები ჩაემსხვრა. […]

Continue Reading

სამგზავრო კატამარანი ჩრდილოეთ კვიპროსის სანაპიროსთან გადაბრუნდა და ჩაიძირა

270 მგზავრის გადამყვანი სამგზავრო კატამარანი ჩრდილოეთ კვიპროსის სანაპიროსთან გადაბრუნდა და ჩაიძირა, როდესაც გირნეს პორტიდან თურქეთის ქალაქ ტასუჯუში მიდიოდა. ამ ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელშიც მონაწილეობენ სანაპირო დაცვის კატარღები და სამოქალაქო გემები. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ არის და ინციდენტის მიზეზების დადგენა მიმდინარეობს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარი დარტყმაა გაფართოების პროცესისთვის

„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარს სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება. „ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის მიერ უარის თქმა დარტყმაა გაფართოების პროცესისთვის. მას შეეძლო დაეჩქარებინა ეს პროცესი, განსაკუთრებით მონტენეგროსთვის, მოლდოვისთვის, უკრაინისა და ალბანეთისთვის”, – წერს რიკარდ იოზვიაკი. ისლანდიელებმა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ისლანდიელთა უმრავლესობამ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე უარი თქვა

ისლანდიელი ამომრჩევლების უმრავლესობამ ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას წინააღმდეგ მისცა ხმა. RÚV-ის ცნობით, კენჭისყრის შედეგების გამოცხადებისას, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების მოწინააღმდეგეებს ხმების რაოდენობამ 52.5% შეადგინა, ხოლო მომხრეების – 47.5%. ხმების დათვლის დაწყებისას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების მომხრეები ლიდერობდნენ, 51.2%-ით 48.8%-ის წინააღმდეგ. ეს აიხსნება იმით, რომ ხმების უფრო დიდი ნაწილი რეიკიავიკში იყო დათვლილი, სადაც ევროკავშირის მომხრეები უფრო […]

Continue Reading

კავკასიის ახალი გეოპოლიტიკური რეალობა – მეზობლები ევროპას ირჩევენ, საქართველო იზოლაციაში რჩება! – გია გაჩეჩილაძე

კავკასიის ახალი გეოპოლიტიკური რეალობა – მეზობლები ევროპას ირჩევენ, საქართველო იზოლაციაში რჩება! ამის შესახებ “მწვანეთა პარტიის” ლიდერი გია გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, რეგიონში ისტორიული ტექტონიკური ძვრები მიმდინარეობს: სომხეთმა კრემლთან სტრატეგიული პარტნიორობა საბოლოოდ შეწყვიტა და ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადის წარდგენას გეგმავს. “სომხეთის მთავრობამ ოფიციალურად ამოიღო რუსეთისთვის „სტრატეგიული პარტნიორის“ სტატუსი ქვეყნის ახალ, 2026–2031 წლების სამთავრობო პროგრამაში. […]

Continue Reading

მეცნიერებმა თურქეთში, ნოეს კიდობნის ძიების არეალში, უცნაური წარმონაქმნები აღმოაჩინეს

მკვლევრებმა თურქეთში, დურუფინარის კლდოვანი წარმონაქმნის რაიონში, რომელსაც ზოგიერთი ნოეს კიდობნის  სავარაუდო ადგილად მიიჩნევს, მიწისქვეშა სიცარიელეები და სხვა ანომალიები აღმოაჩინეს. რადიოლოკაციური სკანირების შედეგების მიღება ორი თვის განმავლობაში იგეგმება. აღმოჩენის შესახებ უცხოური მედია წერს. პროექტის ხელმძღვანელის, პროფესორ ჯენქერ ათილას თქმით, სპეციალისტებმა ადგილმდებარეობის 3D-მოდელები შექმნეს და მიწისქვეშა სკანირება ჩაატარეს. წარმონაქმნის შიგნით 40 პროცენტით მეტი ნახშირბადი აღმოაჩინეს, ვიდრე მის […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 30 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 30 აგვისტოს მოსალოდნელია ღრუბლიანობის მომატება და ნალექი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით და დღის ბოლოს უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +18, +23°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +14, +19°, დღისით +27, +32°; მაღალმთაში ღამით […]

Continue Reading

საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსი ავარიაში მოყვა – რუსული მედიის ცნობით, დაღუპულია 5 ადამიანი

საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსი ავარიაში მოყვა. რუსული მედიის ცნობით, დაღუპულია 5 ადამიანი, ხოლო დაშავდა – 24. როგორც RBK წერს, სტავროპოლის მხარეში, საქართველოდან მიმავალი ავტობუსი „კამაზის“ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. რუსეთის რეგიონული ავტოინსპექციის ცნობით, ავტობუსი კომპანია Setra-ს ეკუთვნოდა. წინასწარი მონაცემებით, მძღოლმა უსაფრთხო სიჩქარე ვერ შეინარჩუნა და წინ მიმავალ „კამაზს“ შეეჯახა. შეჯახების შემდეგ ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში […]

Continue Reading

დაურ ბუავას საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკვეთილი გარემოებებიდან გამომდინარე, თბილისში მდებარე ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარეს და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 10 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება – ,,მარიხუანა” და ,,მეთადონი”. სისხლის სამართლის საქმეზე […]

Continue Reading