სასკოლო ფორმის ყიდვა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება – სამინისტრომ რეალიზაციის წესი დაამტკიცა
საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის მიხედვით, ფორმის რეალიზაცია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით მოხდება. სასკოლო ფორმის შეძენა შესაძლებელი იქნება სპეციალურად განსაზღვრულ რეალიზაციის პუნქტებში ან სამინისტროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებით ონლაინ. რეალიზაციის თითოეულ პუნქტში, სულ მცირე, ერთი საბანკო გადახდის ტერმინალი უნდა იყოს განთავსებული. […]
Continue Reading