ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდა და დაიღუპა

ბათუმში ახალგაზრდა ქალი კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა გრიბოედოვისა და პუშკინის ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა. ქალი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading

ავტორიტეტული ორგანიზაციების დასკვნით, ალეკო ელისაშვილის საქმეში არ ფიგურირებს არანაირი ტერორიზმის ბრალი და ეს არის გამოგონილი ივანიშვილის, კობახიძის და ანტიეროვნული „ოცნების“ მხრიდან – “ლელო”

ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამის დასკვნით დოკუმენტებსა და ანალიტიკურ შეფასებებში დასტურდება, რომ ალეკო ელისაშვილის საქმეში არ ფიგურირებს არანაირი ტერორიზმის ბრალი, ეს არის გამოგონილი, მხოლოდ პროპაგანდაზე ორიენტირებული ბრალდება ივანიშვილის, კობახიძის და ანტიეროვნული „ოცნების“ მხრიდან, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ „მოქალაქეების“ ლიდერის, ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ […]

Continue Reading

ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი ვადა დაინერგება – რას გულისხმობს ცვლილება

საქართველოში ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი ვადა დაინერგება – ამის შესახებ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიასა და მის სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული. აღნიშნული გეგმა მთავრობამ რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა. მათი შეფასებით, სტრატეგია გზებზე არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად. ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გეგმა 2030 წლისთვის საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობის 25%-ით […]

Continue Reading

WP: ტრამპმა თურქეთი საიდუმლოდ დატოვა ირანის მხრიდან მკვლელობის საფრთხის გამო. სატყუარად კიდევ ერთი საპრეზიდენტო თვითმფრინავი გამოიყენეს

The Washington Post-ის ცნობით, 8 ივლისს ტრამპმა თურქეთი საიდუმლოდ დატოვა C-32A სამხედრო თვითმფრინავით (მოდიფიცირებული Boeing 757), ხოლო თეთრი სახლი აცხადებდა, რომ ის Air Force One-ში (საპრეზიდენტო თვითმფრინავი) იმყოფებოდა. ტელევიზიის კამერების წინ ტრამპი Air Force One-ში ავიდა, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ ის და მისი რამდენიმე თანაშემწე თვითმფრინავის მოპირდაპირე მხრიდან კვების ლიფტით გაიყვანეს და C-32A-ში გადაიყვანეს. Air […]

Continue Reading

ვიქტორ ყიფიანი – ძალიან დამაფიქრებელი და სავალალოა იმის მოსმენა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ბუნებრივ პარტნიორად მიიჩნევს ჩვენს ქვეყანას

ყველას მოვუწოდებ, პირველ რიგში მათ, ვისაც ქვეყნის მესაჭეობა აბარია, რომ განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ სიტყვებს. სტატიკაში კონცენტრირება და ფოკუსის გადატანა მხოლოდ პარტიულ საძალაუფლებო საკითხზე და მისით გადაფარვა ქვეყნის ეროვნული ინტერესების, არის კიდევ ერთხელ სახიფათო და მავნე, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ჯერ საქართველოს” თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით რიგი კითხვების […]

Continue Reading

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მასწავლებლების გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით, რომ 99%-მა პროფესიულ საგანში გამოცდა ვერ ჩააბარა, განმარტებას აკეთებენ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მასწავლებლების გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებენ.როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცენტრში განუცხადეს, ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მათემატიკის მასწავლებლების 99%-მა პროფესიულ საგანში გამოცდა ვერ ჩააბარა, მათ არ გაუვრცელებიათ. „ცენტრს მასწავლებლის გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით სტატისტიკური ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია“, – განაცხადეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. ცნობისთვის, 10 აგვისტოს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, ზოგიერთ საგანში, 2026 […]

Continue Reading

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლის, კობა ფარტენაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარასთან დაკავშირებით, ორი პირია დაკავებული

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლის, კობა ფარტენაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში მომხდარ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომელსაც ძალადობა ედება ბრალად, […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 11 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერ კავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით ცივი და სამხრეთით მდგარი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. […]

Continue Reading

11 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 11 აგვისტოს მოწამე ევსტათი მცხეთელის, მოწამე კალინიკეს, მოწამე სერაფიმა ქალწულის, მოწამე თეოდოტიას და სამთა ყრმათა მისთა, ასევე ღირსმოწამე მიქაელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ევსტათი მცხეთელი ევსტათი მცხეთელი წარმოშობით სპარსი იყო. იგი საქართველოში ჩამოვიდა და ქართლში დასახლდა. მას ისე მოეწონა ქართველთა ზნე-ჩვეულება, რომ გაქრისტიანება გადაწყვიტა, ეს კი იმ დროისათვის ძალიან საშიში იყო. გვირობანდაკმა (ასე […]

Continue Reading

ავადმყოფებო! სანამ ჩემს სახელს რუსეთთან ახსენებთ კარგად დაფიქრდით! ეს მართლა ფარისეველი იდიოტები!” – ვის მიმართავს მომღერალი ნინი შერმადინი

ამერიკაში მყოფი ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ეხმაურება “ფეისბუქის” მომხმარებლის ქეთევან მიქიაშვილს პოსტს, რომელსაც ჩამოთვლილი ჰყავს ის ადამიანები, ვინც რუსეთში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იმყოფებოდა.მათ რიცხვში მოხსენიებულია ნინი შერმადინი, რომელთან დაკავშირებითაც პოსტის ავტორი წერს, რომ შერმადინი რუსეთში 2005 წელს იყო: “2005 წ. ნინი შერმადინი (2008 წლის რუსულ სტატიაში წერია აქ უნდა იმღეროსო და […]

Continue Reading