ყველას მოვუწოდებ, პირველ რიგში მათ, ვისაც ქვეყნის მესაჭეობა აბარია, რომ განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ სიტყვებს. სტატიკაში კონცენტრირება და ფოკუსის გადატანა მხოლოდ პარტიულ საძალაუფლებო საკითხზე და მისით გადაფარვა ქვეყნის ეროვნული ინტერესების, არის კიდევ ერთხელ სახიფათო და მავნე, – ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ჯერ საქართველოს” თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით რიგი კითხვების წამოწევა და ბუნდოვანი პასუხების ძებნა, რასაც ვისმენთ, სახიფათოა და მავნე ექსპერიმენტია.
„რაც შეეხება იმ განცხადებებს, რაც ჩვენ მოვისმინეთ ბოლო დღეებში უცნაურია, არის კითხვები, რაზეც საზოგადოებაში უნდა იყოს მყარი პასუხები. გასაგებია, რომ გარკვეული კითხვებია 2008 წლის სამხედრო კამპანიაზე, მაშინ არსებულ საკომუნიკაციო კამპანიაზე, მაგრამ ისეთი ფუნდამენტური კითხვები: ვინ არის აგრესორი, ოკუპანტი, ვინ დაიწყო, როგორ განვითარდა, როგორ გაგრძელდა, ამ კითხვების წამოწევა და ბუნდოვანი პასუხების ძებნა, რასაც ჩვენ ვისმენთ, სახიფათოა და მავნე ექსპერიმენტი.
გარდა ადამიანური მავნებლობისა, ის საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის საერთაშორისო სამართლებრივ პოზიციებს.
ყველას მოვუწოდებ, პირველ რიგში მათ, ვისაც ქვეყნის მესაჭეობა აბარია, რომ განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ სიტყვებს. სტატიკაში კონცენტრირება და ფოკუსის გადატანა მხოლოდ პარტიულ საძალაუფლებო საკითხზე და მისით გადაფარვა ქვეყნის ეროვნული ინტერესების, არის კიდევ ერთხელ სახიფათო და მავნე“, – აღნიშნა ყიფიანმა.
გარდა ამისა, მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის განცხადებაც შეაფასა, სადაც გალუზინი ამბობს, რომ „რუსეთი და საქართველო ერთმანეთის ბუნებრივი პარტნიორები არიან“.
მისი თქმით, „ძალიან დამაფიქრებელი და სავალალოა იმის მოსმენა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ბუნებრივ პარტნიორად მიიჩნევს ჩვენს ქვეყანას“.
„მინდა, ქართულ საზოგადოებას ვკითხო: კომფორტულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ასეთი შეფასება? რამდენად მშვიდად ხვდება ასეთ შეფასებას, საკუთარ თავში თუ ეძებს პასუხს, რამ განაპირობა ასეთი განცხადება?
ჩემი აზრით, ეს ძალიან შეურაცხმყოფელია. ბადებს კითხვას: რა ვითარებაში ვართ, როგორც ქვეყანა, საზოგადოება ვაპირებთ ამას შევეგუოთ და ასე გავაგრძელოთ?“ – აღნიშნა ყიფიანმა.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
