შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მასწავლებლების გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით, რომ 99%-მა პროფესიულ საგანში გამოცდა ვერ ჩააბარა, განმარტებას აკეთებენ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მასწავლებლების გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებენ.როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცენტრში განუცხადეს, ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მათემატიკის მასწავლებლების 99%-მა პროფესიულ საგანში გამოცდა ვერ ჩააბარა, მათ არ გაუვრცელებიათ. „ცენტრს მასწავლებლის გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით სტატისტიკური ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია“, – განაცხადეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში. ცნობისთვის, 10 აგვისტოს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, ზოგიერთ საგანში, 2026 […]

Continue Reading

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლის, კობა ფარტენაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარასთან დაკავშირებით, ორი პირია დაკავებული

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლის, კობა ფარტენაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში მომხდარ ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომელსაც ძალადობა ედება ბრალად, […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 11 აგვისტოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერ კავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით ცივი და სამხრეთით მდგარი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. […]

Continue Reading

11 აგვისტოს საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 11 აგვისტოს მოწამე ევსტათი მცხეთელის, მოწამე კალინიკეს, მოწამე სერაფიმა ქალწულის, მოწამე თეოდოტიას და სამთა ყრმათა მისთა, ასევე ღირსმოწამე მიქაელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ევსტათი მცხეთელი ევსტათი მცხეთელი წარმოშობით სპარსი იყო. იგი საქართველოში ჩამოვიდა და ქართლში დასახლდა. მას ისე მოეწონა ქართველთა ზნე-ჩვეულება, რომ გაქრისტიანება გადაწყვიტა, ეს კი იმ დროისათვის ძალიან საშიში იყო. გვირობანდაკმა (ასე […]

Continue Reading

ავადმყოფებო! სანამ ჩემს სახელს რუსეთთან ახსენებთ კარგად დაფიქრდით! ეს მართლა ფარისეველი იდიოტები!” – ვის მიმართავს მომღერალი ნინი შერმადინი

ამერიკაში მყოფი ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ეხმაურება “ფეისბუქის” მომხმარებლის ქეთევან მიქიაშვილს პოსტს, რომელსაც ჩამოთვლილი ჰყავს ის ადამიანები, ვინც რუსეთში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იმყოფებოდა.მათ რიცხვში მოხსენიებულია ნინი შერმადინი, რომელთან დაკავშირებითაც პოსტის ავტორი წერს, რომ შერმადინი რუსეთში 2005 წელს იყო: “2005 წ. ნინი შერმადინი (2008 წლის რუსულ სტატიაში წერია აქ უნდა იმღეროსო და […]

Continue Reading

ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების პროექტში მონაწილეობით – ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია [საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების] პროექტში მონაწილეობით, რაც გაზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს, აამაღლებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს უფრო მიმზიდველს გახდის” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ განაცხადა. როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, 2026 წლის გაზაფხულზე, ბაქოში, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. „ამ ხელშეკრულებების შესრულება […]

Continue Reading

აფეთქება ბულგარეთში, EMCO-ს საბრძოლო მასალის საწყობში, რომელიც უკრაინას სამხედრო აღჭურვილობით 2014 წლის შემდეგ ამარაგებდა

ბულგარეთში, ტრიავნას ქალაქთან ახლოს, EMCO-ს საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქებები მოხდა. აფეთქებებამდე შენობაში ხანძარი გაჩნდა. ტრიავნას მერმა დენჩო მინევმა ბულგარეთის სატელეგრაფო სააგენტოს განუცხადა, რომ მსხვერპლი არ ყოფილა. კვამლის გამო, ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, დახურონ ფანჯრები, ატარონ დამცავი ნიღბები და დარჩნენ სახლში. ახლომდებარე სოფლების მაცხოვრებლები ევაკუირებულნი არიან. ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ივან დემერჯიევმა განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი […]

Continue Reading

კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი გაიზარდა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქალაქ პერეირაში მიწისძვრას 18 ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქის მერის, მაურისიო სალასარის ცნობით, დანგრეული შენობების ნანგრევებში ადამიანები არიან ჩარჩენილი. მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა ქალაქ მანისალესშიც, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა. მაშველები შენობების ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ. ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ჩოკოს დეპარტამენტში, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და 10 […]

Continue Reading

ლარის კურსი უცხოურ ვალუტასთან მიმართებით

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6198 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6198 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6210 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0274 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0212 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

Continue Reading

საპენსიო ფონდმა ₾9.7 მილიარდს გადააჭარბა – ერთი მონაწილის საშუალო დანაზოგი 6,204 ლარია

2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს საპენსიო ფონდის ზომამ 9.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა – ამის შესახებ ინფორმაციას თავად ფონდი აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, ეს თანხა წარმოადგენს 1,568,129 მოქალაქის საპენსიო დანაზოგს, შესაბამისად სისტემის ერთი მონაწილის საშუალო დანაზოგი 6,204 ლარს შეადგენს. ბოლო ერთ წელში პორტფელის ზომა 2.5 მილიარდი ლარით გაიზარდა. საპენსიო ფონდის აქტივები სამ განსხვავებულ პორტფელში არის განთავსებული, ესენია კონსერვატიული […]

Continue Reading