რუსეთი ზღუდავს სომხეთიდან ხილ-ბოსტნეულის იმპორტს

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახური “როსელხოზნადზორი” სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს 30 მაისიდან შეზღუდავს. ამის შესახებ სააგენტოს ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც რუსული სამთავრობო მედია აქვეყნებს. „2026 წლის 30 მაისიდან, როსელხოზნადზორი დროებით შეზღუდვებს დააწესებს სომხეთიდან წარმოშობილი და გაგზავნილი ახალი პომიდვრის, კიტრის, წიწაკის, მწვანე ბოსტნეულის და მარწყვის იმპორტზე, ვიდრე არ შემუშავდება შესაბამისი ალგორითმი გაგზავნილი პროდუქციის […]

Continue Reading

სასკოლო ფორმის ტარებას მეექვსე კლასის ზემოთ მოსწავლეებსაც დაავალდებულებენ – რა განაცხადა მინისტრმა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ინფორმაციით, მომდევნო წლებში სასკოლო ფორმის ტარების ვალდებულება მეექვსე კლასის ზემოთ მოსწავლეებსაც ექნებათ. ამის შესახებ მან პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას აღნიშნა. „სასკოლო ფორმას აქვს როგორც საგანმანათლებლო, ასევე სოციალური და კულტურული მნიშვნელობა. ის ხელს უწყობს დისციპლინისა და სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებას, ამცირებს სოციალურ განსხვავებას. მშობლებისთვის ხშირად ამცირებს ყოველდღიურ ხარჯებს. იქიდან გამომდინარე, რომ საუბარია საკმაოდ […]

Continue Reading

გორის პოლიციას ძალადობაში კიდევ ერთი პირი ამხელს

უფლებადამცველი, მარიამ ბარსონიძე სოციალურ ქსელში გორის პოლიციელების მიერ კიდევ ერთ ძალადობის ფაქტზე წერს.  მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ბრალდებული ლუკა თოფჩიშვილი მიმდინარე წლის იანვრის თვეში პოლიციელებმა სასტიკად სცემეს.  უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ 10 თებერვლიდან დღემდე, არანაირი სახის რეაგირება არ მოჰყოლია მის განცხადებას და ითხოვს, ესაბამისი დამნაშავეების იდენტიფიცირება და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა მოხდეს. 

Continue Reading

პატრიარქი შიო დავითგარეჯას მონასტერში პარაკლისს აღავლენს – ვიდეო

ამ წუთებში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III ღირსი მამის, დავით გარეჯელის ხსენებასთან დაკავშირებით დავითგარეჯის მამათა მონასტერში პარაკლისს აღავლენს. ვიდეო იხილეთ აქ

Continue Reading

ადვოკატი – ლოცულაშვილზე ექვსზე მეტი პოლიციელი ძალადობდა… გამოძიება წამების მუხლით უნდა დაიწყოს

ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე აცხადებს, რომ პაპუნა ლოცულაშვილის მიმართ ფიზიკურად გაცილებით მეტი პოლიციელი ძალადობდა, ვიდრე დაკავებულები არიან. მისი თქმით, 6 სამართალდამცავის დაკავება საკმარისი არ არის, მას მიაჩნია, რომ მუხლის კვალიფიკაციაც უნდა შეცვლას და გამოძიება წამების მუხლით დაიწყოს. „ეს ის მუხლი არ არის, რა მუხლითაც უნდა დაეკავებინათ ეს პირები, აუცილებლად უნდა გადაკვალიფიცირდეს და ბრალდება წამების მუხლით უნდა […]

Continue Reading

ევროკავშირი უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს ივნისში დაიწყებს – FT

ევროკავშირი ელოდება, რომ უკრაინა და მოლდოვა ოფიციალურად დაიწყებენ გაწევრიანების მოლაპარაკებებს ივნისში – განაცხადა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა Financial Times-თან ინტერვიუში. კოსის თქმით, ბრიუსელი მოლაპარაკებების პირველი „კლასტერის“ გახსნას მომავალ თვეში ელის, ხოლო დანარჩენს – ივლისში. „დარწმუნებული ვარ. ამიტომ, ველი, რომ პირველი კლასტერის გახსნას ივნისში შევძლებთ. ხოლო ყველა დანარჩენისა – ივლისში“, – თქვა მან. ეს 33 […]

Continue Reading

გორში პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი პირი დააკავეს

პროკურატურამ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე ექვსი პირი დააკავა. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 27 მაისს, ქალაქ გორში, ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად, არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა. უმოკლეს […]

Continue Reading

ეს არ ეხება არც ერთ მოქმედ პოლიტიკოსს… მელია არაფერ შუაშია… შევეშვათ ერთმანეთზე ეჭვიანობას… სააკაშვილი ღალატის შესახებ წერს

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავ არ ასახელებს იმ ადამიანის ვინაობას, ვის შესახებაც მან თქვა, რომ უღალატა და ამ კონტექსტში ნიკა მელიაზე ამბობს, რომ ის არაფერ შუაშია. ამის შესახებ სააკაშვილი “ფეისბუკის” პირად გვერდზე წერს. “მინდა ყველას ვუთხრა, რაც შეეხება ჩამოსვლისა და ღალატის საკითხს, ეს არ ეხება არცერთ მოქმედ აქტიურ პოლიტიკოსს და უნდა შეწყდეს ამაზე სპეკულაცია. როცა […]

Continue Reading

დააკავეს კაცი, რომელსაც პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ

29 წლის პაპუნა ლოცულაშვილი, რომელსაც პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დააკავეს. მას ხელბორკილები პოლიციის განყოფილებაში დაადეს.  კადრებში, რომელიც “პირველებს” მიაწოდეს, ჩანს, რომ 30 წლამდე კაცს სახეზე ხილული დაზიანებები აღენიშნება.  ბანკის თანამშრომლის დაკავების შესახებ ინფორმაცია “პირველებს” დაკავებულის ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ დაუდასტურა.  ადვოკატი აზუსტებს, რა მუხლით დააკავეს ახალგაზრდა კაცი. ჩემთვის როგორც ცნობილია, ახლახანს გადაიყვანეს იზოლატორში, დააკავეს, მაგრამ ყველაზე ცინიკური არის ის, რომ […]

Continue Reading

ვნახე კადრები, აბსოლუტურად მიუღებელია – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამართალდამცავების მხრიდან გორში მოქალაქეებზე განხორციელებულ ძალადობას ექნება სათანადო რეაგირება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ. პრემიერის განცხადებით, სამართალდამცავების ქმედებები, რაც კადრებში ჩანს „აბსოლუტურად მიუღებელია“. „მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ, სათანადო რეაგირება ამაზე და რა თქმა უნდა, საზოგადოება იქნება ინფორმირებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. […]

Continue Reading