სადაზღვევო კომპანიები მოგებას ითვლიან – ვინ რამდენი მილიონი დააგროვა

მიმდინარე წლის 3 თვეში, სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდული პრემია წლიურად15%-ით, ხოლო წმინდა მოგება 19.2%-ით გაიზარდა. ამის შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ჩანს. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის იანვარ-მარტში, კომპანიების მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 521 მილიონი ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის იგივე პერიოდში ეს მაჩვენებელი – 453 მლნ […]

Continue Reading

დონალდ ტრამპი იერუსალიმის პატრიარქს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში შუამავლად განიხილავს

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იერუსალიმის პატრიარქს, თეოფილე III-ს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში შესაძლო შუამავლის პოზიციაზე განიხილავს – წერს Ynet. თეთრ სახლში გასულ ხუთშაბათს გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმირებული წყაროების ცნობით, დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე III-ის იდეას, რომ ის რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავალი გახდეს ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობებში. სხვა საკითხებთან ერთად, პატრიარქზე […]

Continue Reading

დაჭრილი პატრული შს მინისტრმა მოინახულა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ლევან მაისურაძესთან ერთად, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაჭრილი პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის მაიორი მერაბ ქავთარაძე მოინახულა. მინისტრმა ექიმებისგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო, დაშავებულ პოლიციელს გამოჯანმრთელება უსურვა და გამოჩენილი სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა. პატრულ-ინსპექტორს პატრულირებისას დანით შეიარაღებული მამაკაცი დაესხა თავს. მერაბ ქავთარაძემ და პოლიციის მაიორმა გიორგი […]

Continue Reading

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავრობა გადადგა

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ძამბოლატ ტადტაევმა გადადგომის შესახებ განცხადება დეფაქტო პრეზიდენტის თანდასწრებით გამართულ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. ალან გაგლოევმა მისი გადაწყვეტილება დააკმაყოფილა და მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის. ახალი “პრემიერ-მინისტრის” არჩევამდე, მოვალეობის შემსრულებელი პირველი მოადგილე კონსტანტინე ჯიოევი იქნება. “რესპუბლიკის მთავრობა სრულად და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გააგრძელებს ფუნქციონირებას მანამ, სანამ ახალი პრემიერ-მინისტრი პარლამენტი არ დაამტკიცებს” – […]

Continue Reading

დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა – გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში მაღალი ტემპერატურის ფონზე, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 9-10 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 11 ივნისს გაწვიმდება. ჰაერის […]

Continue Reading

არავის აქვს ვალდებულება, რაიმე კითხვას უპასუხოს – პაპუაშვილი ჟურნალისტებს

ეს არის კარგი წესი და სტანდარტი, რომ პოლიტიკოსი მზად იყოს ჟურნალისტის კითხვებს გასცეს პასუხი, მაგრამ ასეთი ვალდებულება არ არსებობს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. ჟურნალისტმა ჰკითხა, როგორ უნდა მოიქცეს ჟურნალისტი რომ არ დაარღვიოს ცოტა ხანში ასამოქმედებელი ეთიკის პრინციპები, როდესაც ზოგიერთი დეპუტატი კითხვებზე პასუხის გაცემას თავს არიდებს, რათა მომავალში პარლამენტში აკრედიტაცია არ შეეზღუდოს. „არავის აქვს […]

Continue Reading

საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციური ქორწინება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება

შს სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციური ქორწინება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის და საქართველოში კანონიერად ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძვლის მოპოვების მიზნით. სასჯელის სახით გათვალისწინებული იქნება უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ვადით ორიდან ათ წლამდე ან ჯარიმა ან შინაპატიმრობა ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა […]

Continue Reading

40 წლის კაცი იმ დროს დაიღუპა, როცა მდინარეში შესული შვილის გადარჩენას ცდილობდა – ტრაგედია გურიაში

ტრაგედია მოხდა ჩოხატაურში – მდინარე სუფსაში 40 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, მამა, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, მდინარეზე თევზაობდა, რა დროსაც ბავშვს ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცმა ბავშვის ამოყვანა მოასწრო, თავად ფეხი დაუცურდა, თავი ქვას დაარტყა და გარდაიცვალა.  გარდაცვლილს მეუღლე და 5 შვილი დარჩა.

Continue Reading

ცნობილი გახდა დიდგორთან მომხდარ საზარელ ავარიაში დაღუპული ყველა ახალგაზრდას ვინაობა – ავ­ტო­მო­ბი­ლში 6 ადა­მი­ა­ნი იჯდა

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 5 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და ერთი და­შავ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლი სი­მაღ­ლი­დან ხევ­ში გა­და­ვარ­და. შემ­თხვე­ვა გვი­ან ღა­მით მოხ­და. ლი­სის ტბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­ვა­რა­უ­დოდ თბი­ლი­სი­დან ლი­სის­კენ მი­მა­ვა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც 6 ადა­მი­ა­ნი იჯდა, სი­მაღ­ლი­დან ხევ­ში გა­და­ვარ­და და ხუთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ხოლო ერთი და­შა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან. ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. “ამბების” ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლე­ბი […]

Continue Reading

დღეიდან პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო – 8 ივნისის საეკლესიო კალენდარი

დღეს პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო, რომელიც 34 დღე გაგრძელდება და 12 ივლისს დასრულდება. პეტრე-პავლობის მარხვა სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ პირველ ორშაბათს იწყება და გრძელდება პეტრე-პავლობის დღესასწაულამდე, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია 12 ივლისს ზეიმობს. სულთმოფენობის დღესასწაული, თავის მხრივ, ბრწყინვალე აღდგომის მოძრავი თარიღის მიხედვით გამოითვლება. აქედან გამომდინარე, პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ის ყველაზე დიდი ექვსი კვირა, ხოლო […]

Continue Reading