“ჯობდა, სუს-ის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძესავით “საერთოდ გამქრალიყო”, ვიდრე შს მინისტრის მოადგილედ გადასულიყო” – ირაკლი შაიშმელაშვილი

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი “ქართულ ოცნებაში” საკადრო ცვლილებებს ეხმაურება. მისი თქმით, გელა გელაძემ “რაღაცები არ შეიზილა და ამიტომ მოხდა მისი გადაყენება”. ირაკლი შაიშმელაშვილი აღნიშნავს, რომ ჯობდა სუს-ის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძესავით “საერთოდ გამქრალიყო”, ვიდრე შს მინისტრის მოადგილედ გადასულიყო. გეკა გელაძე, თუ გელა, ვერ ჩამოვყალიბდი რა ჰქვია მაგ კაცს, ეს არ […]

Continue Reading

გიორგი შარაშიძე მათი პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – რატომ ახლა, რატომ დღეს? – თუ „ოცნება“ ფიქრობს, რომ შეგვაჩერებს, ძალიან ცდება!

ეს ნაბიჯი ისეთი ტიპის ავტოკრატიაში, როგორიც „ოცნებამ“ შექმნა, ნამდვილად არ ყოფილა მოულოდნელი ჩვენთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის – თუ „ოცნება“ ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებით კრიტიკულ კითხვებზე, მწვავე განცხადებებსა თუ ათიათასობით ქართველი მოქალაქის სათქმელის ხმამაღლა გაჟღერებაზე ხელს აგვაღებინებს, შეგვაჩერებს ან სიმწვავეს დაგვაკლებინებს, ძალიან ცდება, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლოდერმა, გიორგი შარაშიძემ მათი პარტიის ასაკრძალ პარტიათა […]

Continue Reading

გირაოთი გაათავისუფლებენ არასრულწლოვანს, რომელმაც კაცს სექსუალური ძალადობის დროს დანა ჩაარტყა

გირაოთი გაათავისუფლებენ არასრულწლოვანს, რომელმაც კაცს სექსუალური ძალადობის დროს დანა ჩაარტყა – ამის შესახებ ცნობილი პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ხდება. ირკვევა, რომ საქართველოს პროკურატურამ ქალაქ რუსთავში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ არასრულწლოვანს ახლად გამოვლენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდება შეუმსუბუქა. საქმე ეხება 2026 წლის 5 ივნისს, ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ჩადენილ მკვლელობას, რა დროსაც არასრულწლოვანმა ბრალდებულმა მოკლა […]

Continue Reading

ამინდის პროგნოზი 15 სექტემბერს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 სექტემბერს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნებაშავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი გრილი და ნოტიო ჰაერის მასებით.საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთის უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ზოგან ძლიერი. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

15 სექტემბრის საეკლესიო კალენდარი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 15 სექტემბერს მოწამე მამანტის, მისი მამის თეოდოტეს და მისი დედის რუფუნას, ღირსი იოანე მმარხველის, კონსტანტინოპოლელი პატრიარქის და წმინდა სამასათაექვსასოცდარვა მოწამე, ნიკომიდიას წამებულთა ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა მოწამე მამანტი მამა მისი თეოდოტე და დედა მისი რუფინა წმიდა მოწამე მამანტი დაიბადა პაფლაგონიაში, კეთილმსახური და დიდგვაროვანი ქრისტიანების, თეოდოტესა და რუფინას ოჯახში. ჭეშმარიტი ღვთის აღსარებისთვის წარმართებმა […]

Continue Reading

კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე დაინიშნა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე წარადგინა. მაია ბითაძე ამ დრომდე საქართველოს პარლამენტის წევრი იყო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. „მინდა გაცნობოთ, რომ დღეს საქართველოს კულტურის მინისტრად დაინიშნა ქალბატონი მაია ბითაძე. მას საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ხაზს გავუსვამ იმას, რომ ქალბატონ მაიას აქვს მართვის განსაკუთრებული გამოცდილება. მრავალი წლის მანძილზე ის იკავებდა სხვადასხვა […]

Continue Reading

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღება გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ახალი აკადემიური წელი დაიწყო. სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, პირველკურსელების საზეიმო მიღება გაიმართა. შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორი/რექტორი ვახტანგ ცაგარელი და KIU-ს კანცლერი ლევან კოპალიანი. პირველკურსელებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ KIU-ს სკოლების დეკანებს, მოესმინათ პროგრამების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის აქტუალურ აკადემიურ და ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით. […]

Continue Reading

უკრაინა დათანხმდა, რომ არ დაარტყამს რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – დონალდ ტრამპი

უკრაინა დათანხმდა, რომ არ დაარტყამს რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამის შესახებ სოციალურ მედია პლატფორმა Truth-ზე დაწერა. მისი თქმით, რუსეთიც დათანხმდა იმავეს გაკეთებას. “დიზელის საწვავის გლობალური ფასების ზრდა, პირველ რიგში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომით არის განპირობებული და არა ირანით” – წერს ტრამპი. 🔵13 სექტემბერს ტრამპმა ზელენსკის სთხოვა, შეეწყვიტა რუსეთში დიზელის საწვავის წარმოების […]

Continue Reading

“კუკუშკას” რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი დასრულდა

ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი ელმავლის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გამოცხადებულ შესყიდვაში გამარჯვებული შპს „ახალი იმპულსი“ გახდა. შეგახსენებთ, რომ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2.650 მლნ ლარს შეადგენდა, საბოლოოდ კი გამარჯვებულ კომპანიასთან 1 170 763 აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. აღსანიშნავია, რომ შესყიდვაში მონაწილეობას მხოლოდ ერთი პრეტენდენტი იღებდა. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, გამარჯვებული კომპანია 2018 წელს არის დარეგისტრირებული. […]

Continue Reading

შიო მესამე – თუ გვინდა მივიღოთ ნამდვილი განათლება, სიბრძნე მოვიპოვოთ, არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ სასწავლო საგანში სიბეჯითით და მარტო გონების განვითარებით

თუ გვინდა მივიღოთ კარგი, ნამდვილი განათლება, სიბრძნე მოვიპოვოთ, არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით და მარტო გონების, მეხსიერების განვითარებით. ამასთან ერთად უპირველეს ყოვლისა უფალი ჩვენგან ელოდება გულის სიწმინდეს, ესაა სულიერი განვითარება, – ამის შესახებ ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, შიო მესამემ ქადაგებისას განაცხადა. მისივე თქმით, სიბრძნის დასაწყისია ღვთის შიში. “გილოცავთ, დღევანდელ დღეს, ახალი […]

Continue Reading