რუსეთის მოქალაქეს, რომელიც საქართველოდან შეერთებულ შტატებში კიბერთაღლითობის ბრალდებით არის ექსტრადირებული, 175 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
36 წლის რუსეთის მოქალაქე სერგეი ფილიმონოვს ბრალი ედება „ტრანსნაციონალურ კიბერთაღლითურ შეთქმულებაში“ მონაწილეობაში, რომელიც შეერთებულ შტატებში მცხოვრები მსხვერპლთა საბანკო ანგარიშებიდან თანხების მოპარვას გულისხმობს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ბრალდების თანახმად, ფილიმონოვი და მისი თანამოაზრეები ცდილობდნენ „მილიონობით დოლარის მოპოვებას მსხვერპლთა ანგარიშებიდან, მათ შორის ჯორჯიის ჩრდილოეთ ოლქში მდებარე კომპანიების ანგარიშებიდან“. როგორც ცნობილია, რუსეთის მოქალაქე პარასკევს ჯორჯიის ჩრდილოეთ ოლქის სასამართლოს […]
Continue Reading