თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალები ხდება ცნობილი – არსებული ცნობებით, ცოლ-ქმარი კორპუსის ლიფტთან ჩაცხრილეს

თბილისში სანაპიროზე, გერმანულ ჰოსპიტლის მიმდებარედ კორპუსში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, კორპუსში მოკლული ორი პირი ცოლ-ქმარი არიან. როგორც “ინტერპრესნიუსს” ადგილზე მცხოვრებმა განუცხადა, მათ სადარბაზოში, ლიფტთან დახვდნენ და ადგილზე ჩაცხრილეს. ამ წუთებში დანაშაულის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

Continue Reading