სააკაშვილი – “ბათუმში რომ ტარდება საკონსტიტუციო სასამართლო, იცოდეთ, რომ ბათუმიდან წამოვა ის ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს… ყველაზე მეტად ბათუმელების იმედი მაქვს”

ბათუმში რომ ტარდება საკონსტიტუციო სასამართლო, იცოდეთ, რომ ბათუმიდან წამოვა ის ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს, რადგან ყველაზე ბრძოლისუნარიანი ხალხი მანდ არის – თუ ესენი დარჩნენ, მე მგონი, გასაგებია, რაც მოხდება ამ ქვეყანაში. ეს ქვეყანა არა თუ იზოლაციამდე, არამედ სრულ გაპარტახებამდე მივა. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ქვეყანას ცეცხლი უკიდია? – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, […]

Continue Reading

უკრაინული მედია: სააკაშვილის ყოფილი მეუღლე ლიზა იასკო ალიმენტს ითხოვს და ასევე საერთო შვილთან, სააკაშვილის მხრიდან ყველანაირი კავშირის გაწყვეტის ინიციატორია

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი ლიზა იასკო საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, რომლისგანაც შვილი სახელად ჟასმინი ჰყავს, სამართლებრივ დავას აწარმოებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, დავა 2026 წლის აპრილიდან მიმდინარეობს. იასკოს სააკაშვილისგან ალიმენტების მიღება და მისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევა სურს. როგორც მედია აღნიშნავს, 2021-2022 წლებში იასკო თავის დეკლარაციაში უთითებდა სააკაშვილს, როგორც ადამიანს, რომელთანაც ერთად ცხოვრობდა, […]

Continue Reading

ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციოში პატიმარ სააკაშვილის მიყვანას ითხოვს

“ნაციონალური მოძრაობა” საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით მიყვანას ითხოვს – შესაბამისი შუამდგომლობა სხდომაზე ანა წითლიძემ განაცხადა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სხდომაზე მიმართა თენგიზ შარმანაშვილს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს სააკაშვილის მიერ ელჩად იყო დანიშნული სომხეთში. ენმ ასევე სასამართლოში პატიმარობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილის მოწმედ დაბარებასაც ითხოვს. ანა წითლიძის თქმით, პოლიტსაბჭოს თავმდჯომარის პოზიცია მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებისთვის. […]

Continue Reading

მიხეილ სააკაშილი ოპოზიციას – დროა, თვალი გაახილოთ და მიხვდეთ, რომ ჩემთან დაპირისპირების გამო, მომხრე აღარავინ შეგრჩათ

დროა, თვალი გაახილოთ და მიხვდეთ, რომ ჩემთან დაპირისპირების გამო, მომხრე აღარავინ შეგრჩათ – ახლა ქვეყნის გაქრობის საფრთხის წინაშე ვართ და რა დროს რეიტინგების თვლაა. საკითხი დგას ასე: ან გავერთიანდებით საერთო საქმის გარშემო, ან გავქრებით,- ასე მიმართავს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას სოციალურ ქსელში. სააკაშვილის თქმით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ არ სურთ „მიშასთან, […]

Continue Reading

ცხოვრობთ თუ არა იმაზე უკეთ, ვიდრე 2012 წელს? – სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეებს ღია კითხვით მიმართავს – გაუმჯობესდა თუ არა მათი ცხოვრების დონე 2012 წლის შემდეგ. ამის შესახებ მან სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. სააკაშვილის განცხადებით, მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა, მოსახლეობის კეთილდღეობა არ გაზრდილა, მიღებული სარგებელი კი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირების ხელში აღმოჩნდა. მისი შეფასებით, ხელისუფლებამ საქართველო რუსეთის ეკონომიკურ კოლონიად […]

Continue Reading

მიხეილ სააკაშვილი – გარდა ძალადობისა, ციხეებში ბევრი პრობლემაა – გაუარესდა სანიტარული მდგომარეობა, საკვების ხარისხი, ბევრი უაზრო შეზღუდვაა, რომელთაც არ ვემორჩილები და სხვებსაც ამისკენ მოვუწოდებ

გარდა ძალადობისა, ციხეებში არის ბევრი სხვა პრობლემა – განსაკუთრებით ამ ბოლო ხანებში დააწესეს ბევრი უაზრო შეზღუდვა, რომელთაც არ ვემორჩილები და არც დავემორჩილები და სხვებსაც ამისკენ მოვუწოდებ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან თავის „ფეისბუქ” გვერდზე წერს. როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, „ციხეთა კონტინგენტი, მინიმუმ ორჯერ არის შესამცირებელი, იმ დათქმით, რომ საშიში დამნაშავეები არ […]

Continue Reading

მიხეილ სააკაშვილი – ბორია, მოდი აქ – პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის და აშკარად საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, ამიტომ მადლობა შენ ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის

ბორია მოდი აქ! – პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის და აშკარად საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. ამიტომ მადლობა შენ ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის! – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან თავის “ფეისბუქ” გვერდზე გავრცელებულ წერილში აცხადებს. მიხეილ სააკაშვილი პარალელს ავლებს ბრაზილიასთან და მის დაკავებულ პრეზიდენტთან ბოლსონაროსთნ, რომლის ვაჟიც დღეს ბრაზილიაში იყრის კენჭს და სააკაშვილის თქმით, […]

Continue Reading

მიხეილ სააკაშვილი – საზოგადოების ჯანსაღმა უმრავლესობამ ერთმანეთს უნდა მოვუხადოთ ბოდიში, ერთმანეთს უნდა ვაპატიოთ და ერთიანი ძალებით დავიხსნათ საქართველო

ისინი იხდიან ბოდიშს ივანიშვილის მოყვანისთვის და მე, მიხეილ სააკაშვილმა, მინდა ბოდიში მოვუხადო მთელ საქართველოს იმისთვის, რომ უფრო მეტად ვერ შევეწინააღმდეგე ამ ეროვნული კატასტროფის დადგომას , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საზოგადოების ჯანსაღმა უმრავლესობამ ერთმანეთს უნდა მოუხადოს ბოდიში, „ერთმანეთს უნდა ვაპატიოთ და ერთიანი ძალებით დავიხსნათ საქართველო“. „ბევრმა ადამიანმა […]

Continue Reading

ახლა ჩავთვალე, რომ დრო დადგა, ეს მეთქვა. და ზუსტად ვიცი, პატიებას არ ვაპირებ არავისთვის – ვის მიმართავს ნიკა გვარამია

რაკიღა არ დასრულდა სამთავრობო „გირჩის“ და „ნაცმოძრაობის“ ერთობლივი (მე ვიტყოდი, ორკესტრირებული) კამპანია, ცოტა ვრცლად მეც მოვყვები. ძირითადად შევეხები იმ საკითხს, რომელიც ჩვენი კოალიციის და პირადად ჩემს’ მიმართ აგორებულ გილაურის მითიურ 40 მილიონს ეხება, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, განსაკუთრებით სამწუხარო ისაა, რომ ამ კამპანიაში ძალიან აქტიურად ჩაერთო […]

Continue Reading

“ოპოზიციის დიდი ნაწილი, ნაწილობრივ დაემსგავსა ქოცებს… კიდევ კარგი, რომ ბევრი მისმენს” – სააკაშვილი ბევრ სიახლეს აანონსებს

მიხეილ სააკაშვილი ვრცელ ინტერვიუს აანონსებს და აცხადებს, რომ მაყურებელი ბევრ სიახლეს გაიგებს. ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში პირად გვერდზე წერს. მის პოსტში ვკითხულობთ: “დღეს ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” პირველად გავა ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც ბევრ ახალს გაიგებთ და ასევე დეტალურად ვყვები ჩვენი ბრძოლის ჩემს ხედვას. ენის მოუჩლექავად აღვწერ დიდ საფრთხეებს, ასევე აქაურ პოლიტიკაზეც ვსაუბრობ. საქართველოში პოლიტიკური […]

Continue Reading

შეეხება თუ არა სააკაშვილს საკანონმდებლო ცვლილებები, სასჯელის ვადის ამოწურვამდე უცხოელი მსჯავრდებულების გაძევებასა და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის შესახებ – შსს-ს პასუხი

ადგილობრივ საბჭოს უფლება ექნება, კონკრეტული ვადის მოხდის შემდეგ, სავალდებულო წესით განიხილოს მსჯავრდებული უცხოელის დარჩენილი საპატიმრო სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა, როგორიცაა გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ციხეების განტვირთვას და ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყნიდან […]

Continue Reading

სევდიანი სანახავია, როდესაც ერთ დროს თავისუფალი საქართველოს ერთ-ერთი შემოქმედი იმ მდგომარეობამდე მიდის, რომელშიც დღეს იმყოფება – “ლელო” სააკაშვილს პასუხობს

სააკაშვილის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ოპოზიციას შორის დაძაბულობისა და დაპირისპირების გაჩაღების მცდელობა, – ასე პასუხობენ “ძლიერი საქართველო – ლელოში” მიხეილ სააკშვილის განცხადებას.როგორც „ლელოს“ განცხადებაშია ნათქვამია, სევდიანი სანახავია, როდესაც ერთ დროს თავისუფალი საქართველოს ერთ-ერთი შემოქმედი იმ მდგომარეობამდე მიდის, რომელშიც დღეს იმყოფება. „სააკაშვილის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა ოპოზიციას შორის დაძაბულობისა და დაპირისპირების გაჩაღების მცდელობა. სიმართლეს […]

Continue Reading

როგორ უნდა გაიმარჯვოს ისეთმა ოპოზიციამ, რომელიც საკუთარი თავის დამკვიდრების ხარჯზე ჩემს დაკნინებას ცდილობს? – სააკაშვილი

როგორ უნდა გაიმარჯვოს ისეთმა ოპოზიციამ, რომელიც საკუთარი თავის დამკვიდრების ხარჯზე ჩემს დაკნინებას ცდილობს?, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. სააკაშვილის თქმით, დღევანდელი ოპოზიცია გამარჯვების კრიტერიუმებს ვერ პასუხობს. ამ კონფიგურაციის ოპოზიცია დიქტატურას ვერ დაამარცხებს. „შიდა თუხთუხით შეიძლება ივანიშვილის რეჟიმის მოშორება. არის თუ არა საზოგადოებრივი თუხთუხი საკმარის დონეზე – ეს არის თუხთუხი […]

Continue Reading

ნანუკა ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი მის თხოვნას დათანხმდა და უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს. შესაბამის ფოტოს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პირად გვერდზე ავრცელებს. სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, რომ თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში, როგორც ერთ-ერთი გამოცდილი ლიდერი. „ნანუკა ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, ეს არის ვეტერანების და ახალი თაობის ნამდვილი თანავარსკვლავედი. თიკა ბოკუჩავაც, რა თქმა უნდა, რჩება […]

Continue Reading

ნანუკა, გამარჯვების შემთხვევაში რეფორმებს გაატარებს პარტიის ბირთვთან, როგორც ვეტერანებთან და ასევე ახლებთან ერთად – სააკაშვილი

ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი – ნანუკა, გამარჯვების შემთხვევაში რეფორმებს გაატარებს პარტიის ბირთვთან, როგორც ვეტერანებთან და ასევე ახლებთან ერთად, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ივლისში ყველა თანამდებობის პირს „ნაციონალურ მოძრაობაში“ უმთავრდება ვადა. სააკაშვილის განმარტებით, აუცილებელია თავმჯდომარის არჩევნები იმ ფორმატით, „რომელიც რეჟიმის მხრიდან ჩარევას გამორიცხავს“. „რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ცვლილებებს – […]

Continue Reading

თამარ ჩერგოლეიშვილი: „მიშა გვკიდია, თავი დაგვანებოს, უჩემოდ არაფერი გამოვაო, უფრო სწრაფად გამოგვივა, მიშა“

პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი, „ოპოზიციური ალიანსის“ წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ ალიანსში არანაირი დაპირისპირება არ არის და ჩვეულებრივად გრძელდება მუშაობა. მისივე თქმით, „ოპოზიციური ალიანსის“ სტრატეგიას და წესებს ვინც არ იზიარებს, ის ავტომატურად არის გარეთ. თამარ ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო ორი თვეა, არცერთ შეხვედრას არ დასწრებია, არღვევს წესებს და ბუნებრივია, ალიანსს მიღმაა. „რაც შეეხება ალიანსს, […]

Continue Reading

ამ სცენარისთვის უნდა ვემზადებოდეთ და არა მითური არჩევნებისთვის – რას წერს სააკაშვილი “ფეისბუკზე”

რჩება ერთადერთი გზა: როგორც კი დავინახავთ რუსების აქტივიზაციას ჩვენს საზღვრებთან, სასწრაფოდ გავწიოთ გვერდზე „ქოცები“, გავათავისუფლოთ პოლიტიკური პატიმრები, შევქმნათ დროებითი მთავრობა და მოვუწოდოთ მეზობლებს და ევროპას დახმარებისკენ – ამ სცენარისთვის უნდა ვემზადებოდეთ ახლა ყველა სათითაოდ და ერთად და არა მითური არჩევნებისთვის, არსებულ პარლამენტში შესვლისთვის და სხვა მსგავსი მავნებლობისთვის, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილშია აღნიშნული, […]

Continue Reading

მიშა არა მხოლოდ სუსტი, არამედ გაფარჩაკებული ნარცისია – ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე

არც მუშაობა, არც გუნდურობა, არც მკაფიოობა, არც თანმიმდევრულობა ამ პარტიას დიდი ხანია აღარ აქვს და მარტო მიშა ჰგონიათ საკმარისი და ამის ხარჯზე ყველაფერი გონიათ მიღწევადი. სააკაშვილის ფაქტორის ექსპლოატაციის გარდა, დიდი ხანია ნაცმოძრაობამ არაფერი არც იცის, არც გაუკეთებია და არც პოტენციალი აქვს, – წერს „ფედერალისტების” ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში. მისი შეფასებით, სააკაშვილის დრო დიდი ხანია […]

Continue Reading

ისემც უქნიათ, დაუჭამიათ ერთმანეთი – პაპუაშვილი მელია-სააკაშვილის დაპირისპირებაზე

ისემც უქნიათ, დაუჭამიათ ერთმანეთი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიას შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, რადიკალიზმი, რომელსაც ოპოზიცია თესავს, საბოლოო ჯამში, თავად მათ ჭამთ. „პირველად რომ ხდებოდეს ამ ქვეყანაში რაღაცას კიდევ ვიფიქრებდით, მაგრამ ეს ხომ მუდმივი პროცესია?! შეყრას, გაყრას და ამ შეყრა-გაყრას ვაკვირდებით რამდენი წელია. უკვე […]

Continue Reading