ნანუკა ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს – სააკაშვილი

დღის სიახლეები პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი მის თხოვნას დათანხმდა და უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს. შესაბამის ფოტოს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პირად გვერდზე ავრცელებს.

სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, რომ თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში, როგორც ერთ-ერთი გამოცდილი ლიდერი.

„ნანუკა ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, ეს არის ვეტერანების და ახალი თაობის ნამდვილი თანავარსკვლავედი. თიკა ბოკუჩავაც, რა თქმა უნდა, რჩება პარტიაში, როგორც ერთ-ერთი ლიდერი, უმაგრესი გამოცდილებით და დიდი პოტენციალით“- წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატი არის ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი.

ცნობილია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავა 2024 წლის 8 ივლისს აირჩიეს, თინა ბოკუჩავას 2-წლიანი მანდატი, დაახლოებით ერთ თვეში ეწურება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *