კობახიძე სარჩელზე – “ძალიან მარტივ შეკითხვას გასცემს პასუხს, ვინ არის სინამდვილეში არალეგიტიმური, ხელისუფლება, თუ ეს რადიკალური ოპოზიცია და უცხოური აგენტურა”

იმედი გვაქვს, რომ სარჩელი იქნება წარმატებული, რაც საბოლოო ჯამში ძალიან მარტივ შეკითხვას გასცემს პასუხს, ვინ არის სინამდვილეში არალეგიტიმური, ხელისუფლება, თუ ეს რადიკალური ოპოზიცია და უცხოური აგენტურა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, მმართველი გუნდის სარჩელი „ჩაკეტილი წრის გარღვევას“ ემსახურება. „თავის დროზე, როდესაც პუნქტები წარმოგვიდგინეს შესასრულებლად, ერთ-ერთი პუნქტი იყო დეპოლარიზაცია, სინამდვილეში, ყველაფრიდან გამოჩნდა, […]

Continue Reading

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმა ახალი წარმომადგენელი დანიშნა

გიორგი ზურაბაშვილი, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილეა, დაინიშნა პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხებში. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე განცხადებით, ზურაბაშვილი პარალელურად განაგრძობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას. “რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება და ჰუმანიტარულ საკითხებზე მუდმივი დიალოგის წარმოება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი […]

Continue Reading

“მათი დღეები დათვლილია” – ვის მიმართავს ირაკლი კობახიძე

სუბიექტურად, ჩვენთვის შეიძლება უფრო საინტერესო ყოფილიყო არსებული სპექტრის შენარჩუნება – ამ გაცვეთილი სახეებით შეიძლება უფრო მარტივი ყოფილიყო ჩვენთვის შემდეგი არჩევნების მოგება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებულ სარჩელზე საუბრისას განაცხადა, რის განხილვასაც საკონსტიტუციო სასამართლო ხვალ, 21 ოქტომბერს იწყებს. კობახიძის თქმით, სარჩელის შეტანისას „ქართულმა ოცნებამ“ იხელმძღვანელა არა პირადი სუბიექტური ინტერესებით, არამედ […]

Continue Reading

არავითარი არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება – კობახიძე პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებზე

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯებიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს მომავალში გაუზიარებენ. როგორც მთავრობის მეთაური ირწმუნება, პატრიარქის დაკრძალვის ხარჯებთან დაკავშირებით, პირველადი ინფორმაცით „არავითარი არამიზნობრივი ხარჯი არ იკვეთება“. რაც შეეხება კითხვას, უნდა დაინტერესდეს თუ არა აღნიშნული თემით საგამოძიებო უწყებები, კობახიძე ამბობს, რომ ინფორმაციას ჯერ საზოგადოებას წარუდგენენ და თუ კითხვები დარჩება, შემდეგ იქნება შესაძლებელი ნებისმიერი უწყებისთვის მიმართვა. […]

Continue Reading

ღარიბაშვილი შეწყალებაზე საუაბრი არ ყოფილა – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ უმრავლესობის შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრემიერზე, ირაკლი ღარიბაშვილზე და მამუკა მდინარაძეზე ისაუბრა. როგორც მთავრობის მეთაური აცხადებს, ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოსვლა ან შეწყალება არ იგეგმება. “პროცესები იცით რაც იყო. არიან მათ შორის ადამიანები, ვინც არიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. რა თქმა უნდა, გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებების მოსმენა ასეთ საკითხებთან […]

Continue Reading

ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილზე – უაქტიურეს პოლიტიკაშია დღესაც, ბოლომდეა ჩართული პროცესებში

უაქტიურეს პოლიტიკაშია დღესაც, დღესაც არის ბოლომდე ჩართული პროცესებში – ფორმალურ თანამდებობაზე ყოფნის ინტერესი არ ჰქონია არასდროს, არც მაშინ, როდესაც იკავებდა ფორმალურ საჯარო თანამდებობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით განაცხადა. კობახიძის თქმით, მას ივანიშვილთან ძალიან ხშირი კომუნიკაცია აქვს და მათ შორის დღესაც ჰქონდა. „ძალიან ხშირად ჩვენ ვიღებთ […]

Continue Reading

“ჩვენს მიმართ აქვთ ეს მოთხოვნა, რომ შენ უნდა წახვიდე რეესტრში და შენ რომ ხარ კაცი, შეგიძლია ჩაეწერო ქალად – ამას ითხოვენ ჩვენგან” – ირაკლი კობახიძე

პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროპელი ბიუროკრატების ნაწილი არა ევროკავშირის ინტერესებით, არამედ სხვა ძალების გავლენით მოქმედებს. ამასთან, კობახიძე ევროპაში იდენტობის კრიზისზე საუბრობს და მიგრაციის, რელიგიისა და გენდერული იდენტობის საკითხებს ასახელებს. კობახიძე ამტკიცებს, რომ ევროკავშირი საქართველოს გენდერული იდენტობის საკითხზე მოთხოვნებს უყენებს, მათ შორის, მამაკაცისთვის ოფიციალურ დოკუმენტებში ქალად რეგისტრაციის შესაძლებლობის დაშვებას. “არის არაერთი ქვეყანა ევროკავშირში, რომელსაც ძალიან […]

Continue Reading

პრემიერი – ამ ეტაპზე საწვავზე აქციზის შემცირების საკითხი არ განიხილება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ ეტაპზე საწვავზე აქციზის შემცირების საკითხი არ განიხილება. პრემიერის თქმით, საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა, შესაბამისად, პრემიერი იმედოვნებს, რომ კონფლიქტი მალე დარეგულირდება, რაც ბუნებრივად დაწევს საწვავზე ფასებს. „ამ ეტაპზე ასეთი საკითხი არ განიხილება. თქვენ იცით, რომ საწვავის ფასების მატება გამოიწვია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა. იმედი უნდა გამოვთქვათ, რომ […]

Continue Reading

ირაკლი კობახიძე – ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ევროპარლამენტი, ქართული საზოგადოებისთვის ეს აღარ არის საინტერესო

ხშირად მოგვიწოდებენ, განსხვავებული რიტორიკით ვისაუბროთ ევროპულ ინსტიტუტებთან მიმართებით, მაგრამ როდესაც ასეთ რეზოლუციას ამტკიცებს ევროპარლამენტის, როდესაც ასეთი შინაარსის დებატები იმართება ძალიან რთულია რაიმე დადებითი კომენტარი გააკეთო, უფრო მეტიც, არ გააკეთო უარყოფითი კომენტარი , – ასე ეხმაურება პრემიერი, ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციას. პრემიერის თქმით, რა თქმა უნდა, ასეთი ქმედებებით ევროპარლამენტი მოგვაგონებს საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს. „თქვენ იცით, […]

Continue Reading

“არ გამოვრიცხავ, რომ პრემიერად მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნოს” – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, on,ge-თან ამბობს, რომ კობახიძის გადადგომისთვის სიტუაცია უკვე მომზადებულია. “მისი გადადგომისთვის ყველაფერი შემზადებულია. ის, ფაქტობრივად, დიდი ხანია უკვე სტერილურია. აღმასრულებელ ხელისუფლებაში არცერთ მინისტრს არ აქვს განცდა, რომ მასთან არის ანგარიშვალდებული. წმინდა ტექნიკური მთავრობა გაკეთდა. ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც მდინარაძეც უცნაური ფორმით ჩამოაშორეს. ფაქტობრივად, ბოლო ადამიანი, რომელიც შეიძლებოდა აღგვექვა, როგორც მისი […]

Continue Reading

ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკაში, არსად ბრუნდება, უკვე პოლიტიკაშია

ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდს ჰყავს ძლიერი ლიდერი და ქვეყანას ჰყავს ძლიერი ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილი გადამწყვეტ როლს ასრულებს ყველა იმ მიღწევაში, რომელიც აქვს საქართველოს და მმართველ გუნდს. „ბიძინა […]

Continue Reading

ირაკლი კობახიძე: ევროკომისიას თუ ექნება ჯანსაღი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ამ შემთხვევაში შეუფერხებლად გაგრძელდება საქართველოს ევროპული ინტეგრაცია

თუ ექნება ევროკომისიას ჯანსაღი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ამ შემთხვევაში ბუნებრივია, შეუფერხებლად გაგრძელდება საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო პირნათლად ასრულებს ვალდებულებებს. „ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა არჩეული, მთავარია, რომ ვიხილოთ სამართლიანი, სწორი, ჯანსაღი მიდგომა ევროკომისიის მხრიდან. ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენ გვაქვს გაცხადებული ჩვენი პოლიტიკური სურვილი, ჩვენი […]

Continue Reading

ირაკლი კობახიძე – 2028 წელს ექსპლუატაციაში შევა როგორც მესტიის, ისე თელავის ახალი აეროპორტი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მესტიისა და თელავის აეროპორტები ექსპლუატაციაში 2028 წელს შევა. როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ორივე პროექტის განხორციელების შემდეგ, 50-50 ათასი მგზავრის მომსახურებას შეძლებს როგორც მესტიის, ისე თელავის აეროპორტი. „2025-2026 წლებში საავიაციო ბაზარს 10-ზე მეტი ახალი კომპანია და ავია მიმართულება შეემატა. გასული წელი იყო უპრეცედენტოდ წარმატებული ავიაციის სექტორისთვის. სამივე საერთაშორისო აეროპორტი, ჯამურად, 8.5 […]

Continue Reading

პრემიერმა ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს ვიცე-პრემიერის მოვალეობაც დაეკისრება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „მარიამ ქვრივიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, რაც მას დაეხმარება მომავალში კიდევ უფრო წარმატებულ საქმიანობაში, ეკონომიკის სექტორის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი – კობახიძე დავითაძეზე

არავინ არ შეიძლება იყოს იმის ღირსი, რაშიც ადანაშაულებდა ეს ადამიანი ხელისუფლებას. დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი, – განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პატიმრის ოჯახის წევრები ცდილობდნენ, ადამიანი, რომელმაც არაერთი ტყვია ესროლა პოლიციელს და დაჭრა, გაემართლებინათ. „არავინ არ შეიძლება იყოს იმის ღირსი, […]

Continue Reading

თუ ციხეში პატიმრების წამება გაგრძელდა, ამას უნდა გადაჰყვეს კობახიძის მმართველობა – ირმა ინაშვილი

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, თუ პატიმარ გიორგი დავითაძის მსგავსად, რომელიც ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს, სხვა პატიმრებიც გამოჩნდებიან, რომლებცი ანალოგიურ მოპყრობაზე ისაუბრებსნ, მაშნ ამას ირაკლი კობახიძის მთავრობა “გადაყვება”. პოლიტიკოსის თქმით, ის ესაუბრა სახალხო დამცველს და მისგან მიიღო პირობა, რომ პატიმართა ნომერ მეექვსე დაწესებულებაში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები კიდევ შევლენ და უფრო დეტალურად შეისწავლიან საკითხს. მე დღეს […]

Continue Reading

გიორგი შარაშიძე – კობახიძის მიერ ტრამპთან ხელის ჩამორთმევის ფოტო პროტოკოლურია – ფაქტი, რომ „ოცნებას“ ამ ფოტოს ფრიალი სჭირდება, კიდევ სხვა უბედურებაა

ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობების გადატვირთვა პროტოკოლური შეხვედრებით, პროტოკოლური ფოტოებით და ხელის ჩამორთმევით, არ წყდება – დონალდ ტრამპთან ხელის ჩამორთმევის ფოტოც აბსოლუტურად პროტოკოლური ფოტო იყო, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მთავრობის მიერ ირაკლი კობახიძისა და დონალდ ტრამპის საერთო ფოტოს გავრცელებას გამოეხმაურა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ის რომ სჭირდება, […]

Continue Reading

მთავრობის ადმინისტრაცია 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დასწრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

მთავრობის ადმინისტრაცია 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დასწრების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 22 სექტემბერს, ნიუ-იორკში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა”, – ნათქვამია ინფორმაციაში. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ირაკლი კობახიძე – კარგია, რომ აშშ ზრუნავს უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე… რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და უცხოური აგენტურა უწოდებდა რუსულ კანონს, აღმოჩნდა, რომ ის ყოფილა დემოკრატიის ფუნდამენტი

ძალიან კარგია, რომ აშშ ზრუნავს უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე, ჩვენ რასაც ვამტკიცებდით გასული წლების განმავლობაში და რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და უცხოური აგენტურა უწოდებდა რუსულ კანონს, აღმოჩნდა, რომ ის ყოფილა დემოკრატიის ფუნდამენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფიზიკური პირების უცხოურ აგენტებად რეგისტრაციის შესახებ აშშ-ის კანონმდებლობის შესახებ კომენტირების ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, გამჭვირვალობა არის აუცილებლად დემოკრატიის ფუნდამენტი და […]

Continue Reading

მნიშვნელოვანია ტაჯიკეთთან თანამშრომლობის გაღრმავება. მალე გვექნება ვიზიტი ყაზახეთში… ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს – ირაკლი კობახიძე

მთლიანად ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა – ამ პროცესების საფუძველზე საქართველო ბევრად უფრო წინ წავა საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტაჯიკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველო შავ ზღვასთან 7 ქვეყანას აკავშირებს და შესაბამისად, დასავლეთის სივრცესთან სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, ამ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება მნიშვნელოვანია. „ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ტაჯიკეთთან ჩვენი […]

Continue Reading

სამწუხაროა, რომ შანტაჟისთვის გამოიყენება ვიზალიბერალიზაციის საკითხი – ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა მიმართულებით საქართველო ღიაა დიალოგისთვის, მათ შორის იმ თემებზე, რაც განიხილებოდა ბრიუსელში კონკრეტულად ვიზებთან დაკავშირებით. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ შანტაჟისთვის გამოიყენება ვიზალიბერალიზაციის საკითხი. „ჩვენი პასუხები არის ძალიან ცხადი, ძალიან მკაფიო. ყველაფერი დანარჩენი არის პოლიტიკა. ჩვენ იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, ევროპულ ბიუროკრატიაში შეიცვლება მიდგომები, ჩამოყალიბდება სამართლიანი მიდგომა ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი […]

Continue Reading

შეგიძლიათ იმარჩიელოთ, ყავაში ჩაიხედოთ, მე არ ვაპირებ ამის გაკეთებას – კობახიძე კითხვაზე: როდის დატოვებს თანამდებობას

ღმერთმა უწყის. მე არ ვიცი. თქვენ შეგიძლიათ იმარჩიელოთ, ყავაში ჩაიხედოთ, მე არ ვაპირებ ამის გაკეთებას, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას: “როდის მოვა თანამდებობიდან მისი წასვლის დრო?” მისივე თქმით, ნებისმიერ ასეთ საკითხს წყვეტს გუნდი. „ღმერთმა უწყის. მე არ ვიცი. თქვენ შეგიძლიათ იმარჩიელოთ, ყავაში ჩაიხედოთ, მე არ ვაპირებ ამის გაკეთებას. ნებისმიერ ასეთ საკითხს წყვეტს […]

Continue Reading

“განა არ მეცალა, მაგრამ ამის რესურსი არ იყო” – კობახიძე კორუფციასთან ბრძოლაზე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, წლების განმავლობაში მთავრობის მეთაურს კორუფციასთან ბრძოლის რესურსი არ ჰქონდა, თუმცა გასული ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ფაქტები აღმოიფხვრა – ამის შესახებ კობახიძემ პრესკონფერენციაზე BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. “მე, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, იმდენი თავსატეხი მქონდა, რაც დაკავშირებული იყო გარე ზეწოლებთან, შანტაჟთან, რევოლუციებთან და ა.შ… განა არ მეცალა, რთული იყო ერთდროულად ამდენ პრობლემასთან გამკლავება. დღეს […]

Continue Reading

ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმეისტერი

საქართველოში სახელმწიფოებრიობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცებაში ბიძინა ივანიშვილის როლი სრულიად განსაკუთრებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკის გროსმაისტერი და მას უყვარს საკუთარი ხალხი და ქვეყანა. „ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის გარე მტრების და მათი ადგილობრივი აგენტურის აგრესიისა და პოლიტიკური თავდასხმის მთავარი ობიექტი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. მათი მტკიცებით, ქვეყანა […]

Continue Reading

შეიქმნება სამუშაო ჯგუფი დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე – პრემიერი

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე. მისი თქმით, შეჯერდნენ კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომლებზეც უზრუნველყოფის კუთხით, მუშაობა დაიწყება.  მანვე აღნიშნა, რომ კონკრეტული მედიკამენტების შესყიდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის, ფარმაცევტული კომპანიების მიერ შემოთავაზებული პირობების გათვალისწინებით. […]

Continue Reading

პრემიერი მედიას – რა საქართველო და ირანი? ჯო უილსონები ხომ არ ხართ კაცო?

რა საქართველო და ირანი? ჯო უილსონები ხომ არ ხართ კაცო? – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კითხვას, რომელიც ამერიკელი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნისთვის მარკო რუბიოსთვის დასმულ შეკითხვას ეხებოდა. კობახიძის თქმით, ამერიკული ადმინისტრაცია თავად საუბრობს, რომ ყველაფერს აკეთებს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებისთვის და იმაზე, რომ მას რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებაც უნდა. „ამერიკული ადმინისტრაცია თავად […]

Continue Reading