მოსალოდნელია, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლას დაკრძალვას დაესწრება – wanaen.com

ირანის გარდაცვლილი ლიდერის დაკრძალვის ცერემონიისთვის მზადების პარალელურად, გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებებს, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში თეირანში, ყუმში, მაშჰადსა და ერაყის ზოგიერთ ნაწილში გაიმართება, რეგიონის სხვადასხვა კუთხიდან მაღალი თანამდებობის პირები და მაღალი რანგის დელეგაციები დაესწრებიან. ამის შესახებ ინტერნეტგვერდი wanaen.com იუწყება. გამოქვეყნებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად ირანში გაემგზავრება. ცნობების თანახმად, ის ერთ-ერთი პირველი […]

Continue Reading

ირანმა 60 დღით გააუქმა ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი

ირანმა 60 დღით გააუქმა ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი. თეირანმა ეს გადაწყვეტილება შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების ფონზე გამოაცხადა. ამ პერიოდის განმავლობაში, კომერციულ გემებს შეეძლებათ ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გადასვლის სერვისებით სარგებლობა დამატებითი საფასურის გარეშე. გაუქმების ვადის ამოწურვის შემდეგ, ირანის ხელისუფლება გეგმავს ფასიანი სერვისების დანერგვას უსაფრთხოების, ნავიგაციის, ეკოლოგიისა და დაზღვევის სფეროებში. მხარეები 19 ივნისს ჟენევაში შეთანხმების ხელმოწერისთვის ემზადებიან. ირანის […]

Continue Reading

ირანი მშვიდობისთვის 300 მილიარდ დოლარს და სანქციების მოხსნას ითხოვს

თეირანმა შეერთებულ შტატებთან სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტის 14 პუნქტი გამოაქვეყნა. ძირითადი მოთხოვნებია საომარი მოქმედებების შეწყვეტა, ამერიკული ჯარების რეგიონიდან გაყვანა, ყველა სანქციის მოხსნა, საზღვაო ბლოკადის მოხსნა და ირანისთვის 300 მილიარდი დოლარის გამოყოფა. ირანის ხელისუფლება ასევე თანხმდება ბირთვულ პროგრამაზე 60-დღიანი მოლაპარაკებების დაწყებასა და შეზღუდვების სრულ მოხსნას. თეირანი ასევე მზადაა კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავისი ერთგულება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ […]

Continue Reading

ირანი უარყოფს ტრამპის მტკიცებას კონფლიქტის დასრულების შესახებ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ისმაილ ბაგაიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მტკიცებას, სამშვიდობო შეთანხმების მოახლოებული ხელმოწერის შესახებ, სპეკულაციური უწოდა, იტყობინება ირანული სააგენტო IRNA. „შეთანხმების ხელმოწერის დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია სპეკულაციური რჩება და ჯერ არაფერია საბოლოოდ გადაწყვეტილი“, – თქვა დიპლომატმა. მანვე აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა, ბოლო ორი თვის განმავლობაში, არაერთხელ შეცვალა თავისი პოზიცია და არაერთხელ დაარღვია […]

Continue Reading

ტრამპმა გააუქმა ირანზე დღეისთვის დაგეგმილი დარტყმები

ტრამპმა გააუქმა ირანზე დაგეგმილი დარტყმები და გამოაცხადა ისლამურ რესპუბლიკასთან შეთანხმების ხელმოწერის დრო და ადგილი. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა Truth Social-ზე. „განხილვები და საბოლოო პუნქტები დამტკიცდა, როგორც კონცეპტუალურად, ასევე დეტალურად, ყველა ჩართული მხარის მიერ, მათ შორის შეერთებული შტატების, ისრაელის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, თურქეთის, პაკისტანის, ბაჰრეინის, ქუვეითის, იორდანიის, ეგვიპტის და […]

Continue Reading

ირანმა ისრაელის ძირითად საჰაერო ბაზებზე სარაკეტო იერიში მიიტანა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ ისრაელის სტრატეგიულ ნევატიმისა და თელ ნოფის საჰაერო ბაზებზე სარაკეტო იერიშები მიიტანა, იტყობინება სააგენტო IRNA. „ოპერაცია განხორციელდა სიონისტური რეჟიმის მიერ… ირანის სამ სხვადასხვა რაიონში რამდენიმე რადიო სალოკაციო სადგურის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო იერიშების საპასუხოდ“, – ნათქვამია IRGC-ის განცხადებაში. ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, მისმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანის მიერ […]

Continue Reading

ირანის ელჩი მეუფე ანდრიას შეხვდა

ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი გორისა და ატენის მიტროპოლიტს, ანდრია გვაზავას შეხვდა. ინფორმაციას და ელჩის განცხადებას ირანის საელჩო ავრცელებს.  ალი მოჯანის განცხადებით, შეხვედრაზე მრავალ საკითხზე ისაუბრეს – “თეოლოგიიდან და სულიერებიდან დაწყებული, სოციალური და კულტურული გამოწვევებით დამთავრებული”.  მოჯანი იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი დიალოგები მომავალშიც გაგრძელდება. “გუშინ წილად მხვდა პატივი და ბედნიერება შევხვედროდი გორისა და […]

Continue Reading

ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არ ექნება – ტრამპი

ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არ ექნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პოდკასტ Pod Force One-თან ინტერვიუში განაცხადა. „ისინი ამას დათანხმდნენ. შეუძლიათ, რომ აზრი შეიცვალონ, მაგრამ ეს ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელსაც დათანხმდნენ“, – განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, ირანთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა მიმდინარეობს. „ირანი დიდებული წარმატებაა. ვნახოთ, რა მოხდება. შეთანხმებაზე ვმუშაობთ და თუ გამოვა, ეს […]

Continue Reading

ირანმა აშშ-თან შეტყობინებების გაცვლა გაყინა – მედია

ირანის საინფორმაციო სააგენტო Tasnim-მა ორშაბათს განაცხადა, რომ თეირანის მომლაპარაკებელი ჯგუფი შუამავლების მეშვეობით ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეტყობინებების გაცვლას წყვეტს ლიბანში ისრაელის თავდასხმების გამო, პარალელურად კი ირანის სამთვიანი ომის დასასრულებლად დიპლომატიური ძალისხმევა გრძელდება. სააგენტომ აღნიშნა, რომ ირანმა და „წინააღმდეგობის ფრონტმა“ – რომელიც მოიცავს მის შიიტ მოკავშირეებს იემენში, ლიბანსა და ერაყში – დასახეს გეგმა ჰორმუზის სრუტის სრული ბლოკირებისა და სხვა […]

Continue Reading

110 კილოგრამზე მეტი მარიხუანა ირანიდან საქართველოსკენ – ვინ და სად აღმოაჩინა ტვირთი

აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა ირანიდან საქართველოსკენ მომავალ საზამთროს გადამტან სატვირთო მანქანაში 110 კილოგრამზე მეტი მარიხუანა აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. აზერბაიჯანული მედიის თანახმად, ბელაქანის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საბაჟო კონტროლის შედეგად განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება უკანონო ბრუნვიდან ამოიღეს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან საქართველოში საზამთროს გადამტანი სატრანსპორტო საშუალება „მაზიმგარას“ საბაჟო პუნქტში სტაციონარული რენტგენის აპარატით შემოწმდა. […]

Continue Reading