საწარმოს ტერიოტორიაზე ამწე გადაყირავდა და მუშას მანქანის ისარი დაეცა

რუსთავში, საწარმო “რუსთავის აზოტი ინდორამას” ტერიტორიაზე ამწეკრანი გადაყირავდა და მუშას ამწის ისარი დაეცა.  დაშავებული ახალგაზრდა კაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. “ინფო რუსთავი” ესაუბრა ინდორამა კავკასიის დირექტორს ლევან ბურდილაძეს. მისი თქმით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. “კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომელია. ჩვენ ფაქტის შესახებ შევატყობინეთ შესაბამის სამსახურებს, ჩატარდება მოკვლევა და […]

Continue Reading

ტყიბულში მეშახტეს სატვირთო ვაგონი დაეჯახა

ტყიბულში მეშახტე სატვირთო ვაგონის დაჯახების შედეგად დაშავდა. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, დაშავებული კლინიკაში მძიმე დაზიანებებით არის მოთავსებული. “პირველების” ინფორმაციით, შახტაში იყო მცირე ხანძარიც. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. გამოიწერეთ “პრესექსპრესი” 

Continue Reading

ინციდენტი თვითმფრინავში – მგზავრმა 9000 მეტრის სიმაღლეზე Boeing 787-ის კარის გაღება სცადა

ბოგოტა-ფრანკფურტის ავია რეისის მგზავრმა 9000 მეტრზე მეტ სიმაღლეზე ფრენის დროს Boeing 787-ის კარის გაღება სცადა. RMF24-ის ცნობით, 33 წლის მამაკაცი მოულოდნელად კარს მიუახლოვდა და კარის დაეჯაჯგურა. ეკიპაჟის  მოთხოვნის მიუხედავად, შეეწყვიტა ამის კეთება, ის კარის გაღებას მაინც ცდილობდა. ეკიპაჟმა და ორმა მგზავრმა მისი შეჩერება მოახერხეს. საჭირო გახდა მამაკაცის ფრენის დასრულებამდე შეკავება. ამ დროისთის სხვა დეტალების შესახებ […]

Continue Reading

რუსთავის ციხეში პატიმარმა ვენები გადაიჭრა – მედია

რუსთავის ციხეში პატიმარმა ვენები გადაიჭრა, – ინფორმაციას ამის შესახებ ამავე ციხის პატიმარი საბა სხვიტარიძე ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, პატიმრების გარკვეულმა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო, “მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია. პატიმრებს პროვოკაციას უწყობენ და 10-12 წელს უმატებენ. პატიმარმა ვენები გადაიჭრა გუშინ ჩემ საკანთან პატიმარი ცემეს – მესმოდა ჩხუბის და ცემის ხმა. პატიმრების ნაწილი გადაყვანილია სხვა ციხეში, არ […]

Continue Reading

Flydubai-ის რეისთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

Flydubai-ის რეისთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ისრაელის „მე-14 არხი“ იტყობინება, რომ Flydubai-ს რეისის მეორე პილოტმა, რომელმაც საუდის არაბეთში საგანგებო დაშვება განახორციელა, შესაძლოა თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, ხოლო მისი კოლეგა ამის თავიდან აცილებას ცდილობდა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის კაპიტანი რუსი იყო, ხოლო მეორე პილოტი – უკრაინელი. „არსებობს ვარაუდი, რომ ერთ-ერთმა პილოტმა… (რედ.) მოკლე დროში 30,000 […]

Continue Reading

დატოვეს თუ არა გორის ინციდენტში მონაწილე პოლიციელებმა საქართველო – რას აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, გორში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პოლიციელებმა საქართველოს საზღვარი გადაკვეთეს და უცხოეთში იმყოფებიან. უწყება ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია ,,ფორმულას” ეთერში გაჟღერებულ ცრუ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომ თითქოს გორში მომხდარ ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პოლიციელმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა და უცხოეთში იმყოფებიან. კატეგორიულად ვაცხადებთ, […]

Continue Reading

ბოდბეში 12 წლის გოგონა გადავარდა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან

ბოდბის მონასტერში, ექსკურსიის დროს, 12 წლის გოგონა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და ქვას თავი დაარტყა. ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. მედია წერს, რომ მოზარდი-სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა. კლინიკის მენეჯერის, ოთარ რუაძის განცხადებით, გოგონას აქვს მსუბუქი დაზიანება, აღენიშნება თავის ტვინის შერყევა და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

Continue Reading