თურქეთი შავ ზღვაში პირველ მცურავ გაზის წარმოების პლატფორმას განათავსებს

თურქეთის პირველი მცურავი გაზის წარმოების პლატფორმა, „ოსმან გაზი“, ფილიოსის პორტიდან შავი ზღვის საქარიას საბადოში გავა. მისი გაშვება, სავარაუდოდ, ბუნებრივი გაზის წარმოებას გააორმაგებს, დღეში 9.5-დან 20 მილიონ კუბურ მეტრამდე. 298.5 მეტრის სიგრძის პლატფორმა, რომელიც 140 კაციან ეკიპაჟზეა გათვლილი, შავ ზღვაში 20 წლის განმავლობაში იმუშავებს, თურქეთის სანაპიროდან დაახლოებით 170 კილომეტრში. პირველი გაზის დაწვა 2026 წლის ბოლოსთვის იგეგმება, […]

Continue Reading

სმარტფონები და ძვირადღირებული სუნამოები შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ფსკერზე აღმოჩნდეს

სმარტფონები და ძვირადღირებული სუნამოები შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ფსკერზე აღმოჩნდეს. სავარაუდოდ, დუბაიში ტრანზიტით მოძრავი კონტეინერმზიდი GFS Pride ჰორმუზის სრუტეში თავდასხმის შემდეგ ჩაიძირა. გემს 2500-ზე მეტი კონტეინერი გადაჰქონდა. წინასწარი ინფორმაციით, ტვირთში შესაძლოა დუბაიდან გამოგზავნილი iPhone-ები და ძვირადღირებული სუნამოები ყოფილიყო. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, ზარალი შესაძლოა მილიონობით დოლარს შეადგენდეს. თუმცა, ჩაძირვის, ინციდენტის მიზეზისა და ტვირთის შემადგენლობის დეტალები ოფიციალურად […]

Continue Reading

ტურისტული გემი ჩაიძირა თურქეთში – მოხერხდა თუ არა მგზავრების გადარჩენა

თურქეთის კურორტ მარმარისის სანაპიროსთან ჩაძირული ტურისტული გემის 110-ვე მგზავრი გადაარჩინეს, იტყობინება გაზეთი „მილიეთი“. „110-ვე მგზავრი იმავე კომპანიის სხვა გემსა და ახლომდებარე ნავებზე გადაიყვანეს“, – იტყობინება გაზეთი. ინციდენტი ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 15:45 საათზე მოხდა, მარმარისის რეგიონში, ჯენეტის კუნძულთან ახლოს. გავრცელებული ინფორმაციით, გემის ეკიპაჟმა გაუმართაობა შენიშნა და ნაპირთან უფრო ახლოს მდებარე ადგილისკენ გაემართა.

Continue Reading

თურქეთის ჩრდილოეთ სანაპიროსთან, სამ სატვირთო გემს დრონებმა შეუტიეს – მედია

თურქული საზღვაო სააგენტო Tribeca-ს ცნობით, სინოპის ნავსადგურთან სამი გემი ტვირთის გარეშე მიცურავდა, როდესაც სამიზნედ იქცნენ, იტყობინებიან კერძო მედიასაშუალებები Halk TV, Sozcu და გაზეთი Turkiye. ერთი გემი, James II, პალაუს დროშით ცურავდა, ხოლო ორი სხვა, Altura და Velora, სიერა-ლეონეს დროშით. Tribeca-ს თქმით, თურქეთის სანაპირო დაცვა ჩაერია ინციდენტში. სამივე ეკიპაჟი უსაფრთხოდ არის. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია.

Continue Reading