ვის გაეზრდება ხელფასი იანვრიდან – ბიუჯეტის პროექტი

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების ფონდი 395 მლნ ლარით იზრდება. ამის შესახებ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვერსიაშია აღნიშნული. როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, კერძო სექტორში ბოლო 4 კვარტალში გაზრდილი ხელფასების შესაბამისად, 8.4%-ით იზრდება საბაზო თანამდებობრივი სარგო და 1 735 ლარი გახდება. [შედარებისთვის, 2026 წელს საბაზო თანამდებობრივი სარგო – 1 600 […]

Continue Reading

ფინანსთა მინისტრის მოადგილე პენსიების 20 ლარიან ზრდაზე: “20-ლარიანი ზრდა არ არის ის, რაც გვინდა”

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ უპასუხა შეკითხვას, რამდენად სამართლიანია, როდესაც პენსია 20 ლარით იზრდება და დეპუტატის ხელფასი 1000 ლარით. მისი თქმით, როგორც პენსია, ისე ხელფასი არსებული კანონმდებლობის მიხედვით არის დათვლილი. „სამართლიანობის ნაწილში შეიძლება ითქვას, რომ 20-ლარიანი ზრდა არ არის ის, რაც გვინდა, რომ იყოს. თუმცა, ჩვენ დღეს ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის განხილვა დავიწყეთ. პირველადი ბიუჯეტი მომზადებულია […]

Continue Reading

“20 ლარი პენსიონერს, 1080 ლარი დეპუტატს – უკვე, საერთოდ აღარ ადარდებთ, რას იტყვის ხალხი” – რომან გოცირიძე

2027 წლიდან, 70 წელს ქვემოთ პირების პენსია 20 ლარით გაიზრდება, 70 წელს ზემოთ მოქალაქეების პენსია კი 60 ლარით მოიმატებს, – ამის შესახებ გუშინ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძემ 2027 წლის ბიუჯეტზე საუბრისას განაცხადა. აღნიშნულ თემას ვრცელი კომენტარით უპასუხა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა და ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ. მისი თქმით, 20 ლარი პენსიონერს, 1080 ლარი […]

Continue Reading

იზრდება თანამდებობის პირების და მათ შორის, პარლამენტის წევრების ხელფასი 2027 წელს

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვერსიის თანახმად, მომავალი წლიდან საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება და 1 735 ლარი ხდება. ამის შესახებ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვერსიაშია აღნიშნული. შედეგად, მომავალი წლიდან საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა ხელფასები 8,4%-მდე, შრომის ანაზღაურების ფონდი კი 395 მილიონი ლარით გაიზრდება. აღნიშნულის ფარგლებში იზრდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი […]

Continue Reading

26 მაისის ღონისძიებების დაფინანსებისთვის 8.9 მლნ-ია გამოყოფილი

მთავრობამ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაფინანსება გაზარდა. კერძოდ, მთავრობის 18 მაისის დადგენილების მიხედვით, უწყებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხა 8 081 647 ლარის ნაცვლად, 8 954 107 ლარი იქნება. „საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს, უწყებების მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების ნაწილობრივი დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოს 8 954 107 ლარი,“ – […]

Continue Reading