მარინ ლე პენმა საპრეზიდენტო კამპანია დაიწყო

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა, საპრეზიდენტო კამპანია ორლეანში ორდღიანი მიტინგით დაიწყო და თავი ქვეყანაში წესრიგისა და ერთიანობის აღდგენის ერთადერთ კანდიდატად წარმოადგინა. ამის შესახებ BBC წერს. საარჩევნო მიტინგზე გამოსვლისას, მომავალი წლის აპრილის არჩევნების ფავორიტმა ოპტიმისტური ტონი გამოიყენა და საფრანგეთის ძველ დიდებას დაუბრუნა. მან მაკრონის ცენტრისტული მთავრობა ძალადობრივი მომიტინგეების მიმართ ლმობიერებასა და სანდოობის […]

Continue Reading

ვინ შეცვლის ვოლოდიმირ ზელენსკის – მედია ოთხი კანდიდატურის შესახებ წერს

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინას ახალი ლიდერის არჩევისკენ მოუწოდა, რითაც კიდევ ერთხელ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ მოქმედი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკური მომავალი და კიევში შემდეგი არჩევნების ჩატარების დრო. ამის შესახებ Newsweek წერს. „ვფიქრობ, დროა, უკრაინამ ახალი პრეზიდენტი აირჩიოს“, – განაცხადა შაბათს ტრამპმა და კიდევ ერთხელ გაიმეორა კიევისადმი არჩევნების ჩატარების მოწოდება, რასაც ქვეყნის კონსტიტუცია ომის დროს კრძალავს. […]

Continue Reading

იმხელა ძალაუფლება გვინდა, რომ ერთმანეთი არ დავაჭერინოთ – იაგო ხვიჩია

იმხელა ძალაუფლება გვინდა, რომ ერთმანეთი არ დავაჭერინოთ, თორემ ვინც შემდეგ მოვა, ისიც გააგრძელებს დაჭერებს. ამის შესახებ თავისუფალი ხალხის პარტიის (ყოფილი “გირჩი”) ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს. მისი თქმით, ასეთმა დაბოღმილმა საზოგადოებამ და ასეთმა უსამართლობამ ერთხელ უკვე მიგვიყვანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე. “გვჯერა, ამ ქვეყანაში ადამიანები დაინახავენ, რომ არსებობს ასეთი – თავისუფალი ხალხის პარტია, რომელიც სულ სიმართლეს ლაპარაკობს, თუნდაც […]

Continue Reading

სომხეთის არჩევნებში ფაშინიანის პარტია ლიდერობს

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დილის 8:00 საათის მონაცემებით ბიულეტენების 94%-ის დათვლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ საპარლამენტო არჩევნებში 50.00%-ით ლიდერობს. ამავე შედეგების თანახმად, მეორე ადგილზეა პარტიების ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ 23.35%-ით.მესამე ადგილზეა ბლოკი „სომხეთი“ 9.96%-ით. შედეგებით მეოთხეა პარტია „აყვავებული სომხეთი“ 3.99%-ით.მეხუთე ადგილზე მყოფმა პარტიამ – „ერთობის ფრთები“- არჩევნებში ხმების 2.28% -ი მოიპოვა.პარლამენტში მოსახვედრად საარჩევნო […]

Continue Reading

სომხეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება – დღის ქრონიკა

სომხეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება, სადაც საკანონმდებლო ორგანოს მეცხრე მოწვევის შემადგენლობა უნდა განსაზღვრონ. 107-მანდატიან პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად იბრძვის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“, რომელთაც, გამოკითხვის მიხედვით, ამომრჩეველთა 32%-ის მხარდაჭერა აქვთ. „სამოქალაქო კონტრაქტის“ კონკურენტები პრორუსული პარტიები და ალიანსები არიან, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა „ძლიერი სომხეთის“ წარმომადგენელი, მილიარდერი სამველ კარაპეტიანია, რომელიც ამჟამად შინაპატიმრობაში […]

Continue Reading

სომხეთი არჩევნებს პოლიტიკოსთა დაპატიმრებებით ხვდება – მედია

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, სომხეთმა არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ექვსი პრორუსული ოპოზიციური კანდიდატი დააკავა. ქვეყნის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამომძიებლებს უფლება მისცა, ექვსი კანდიდატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღეძრათ, დეტალების გაცემის გარეშე.ყველა დაკავებული მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის პარტია „ძლიერი სომხეთის“ წევრია, რომელიც შინაპატიმრობაშია მთავრობის დამხობისკენ მოწოდების ბრალდებით. თავად ბრალდებებს ის პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. კვირას […]

Continue Reading