“ფეხბურთელებმა ქრთამი აიღეს რუსეთის სატრაპისგან, საკუთარ ხალხს ზურგი შეაქციეს და “не вижу” გააკეთეს ქვეყნის ტრაგედიაზე” – სააკაშვილი ეროვნულ ნაკრებზე

დღის სიახლეები პოლიტიკა

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების სესახებ წერს და მათ რაუმატებლობაში ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს.

“ნაკრების სამარცხვინო გაფარჩაკება პირდაპირ ივანიშვილს უკავშირდება. ქართველმა ფეხბურთელებმა ერთა ლიგის უსუსტესი ჯგუფი ისე დატოვეს, რომ ერთი ბურთი ვერ გაიტანეს და ბოლო ადგილზე გავიდნენ. გუშინაც დამსახურებულად დამარცხდნენ უკრაინასთან, რომელიც საკუთარ ქვეყანაშიც კი ვერ თამაშობს და ასევე არ არის საუკეთესო ფორმაში.

რა შუაშია აქ ივანიშვილი? შუაში კი არა თავშია!
აბა თქვენ თვითონ განსაჯეთ, ევროპის ჩემპიონატზე საკმაოდ წარმატებული გამოსვლის შემდეგ, უნიათო დიქტატორმა მათ 30 მილიონი “აჩუქა”, რა თქმა უნდა იმისთვის, რომ ქოცებისთვის გაყალბებულ არჩევნებზე მხარი დაეჭირათ და პროტესტს არ გაჰკარებოდნენ. ესენიც სიამოვნებით გაიყიდნენ და ბევრმა ღიად დაუჭირა ხალხის საძულველ “ოცნებას” მხარი. დანარჩენებმა კი ენები გადაყლაპეს, როცა ქუჩაში გამოსულ მათ თანატოლებს ცხვირ-პირს ამტვრევდნენ.
ზუსტად ამ 30 მილიონის შემდეგ, სულ უფრო ცუდად წავიდა ნაკრების საქმე და ეს ყველაფერი დასრულდა ნაკრების ისტორიაში ყველაზე უარესი გამოსვლით. საქართველოს არასდროს ჰყოლია ასეთი სუსტი ნაკრები და ეს იმის შედეგია რომ ამ ფეხბურთელებმა ქრთამი აიღეს რუსეთის სატრაპისგან, საკუთარ ხალხს ზურგი შეაქციეს და “не вижу” გააკეთეს ქვეყნის ტრაგედიაზე.
გუშინ სრულიად სამარცხვინო გოლი გაუშვა მამარდაშვილმა, რომელმაც გარდა ივანიშვილის ქრთამისა, კალაძესაც გამოართვა, თბილისის დამაქცევარი არქის წილი.
აი ასეა, ივანიშვილი, ზუსტად როგორც მე-17 საუკუნის როსტომ ხანი (რომლის სასახლეში ჯერ “ქართულ ოცნებას” ჰქონდა დადებული შტაბ ბინა და ახლა იქ ბერას ოფისია, საიდანაც იმართება ქოლ-ცენტრები და ქუჩა-ციხის გარჩევები) რასაც შეეხება ყველაფერს რყვნის და აფუჭებს. ის სპობს ყველა ავტორიტეტს, ხრწნის ყველას ფეხბურთელებით დაწყებული და ოპოზიციით დამთავრებული. ამჯერად მან დიდი ხნით დააკარგვინა ქართველებს ფეხბურთი და შესაბამისად შესაძლებლობა, იამაყონ თავისი ფეხბურთელებით.
ივანიშვილი მალე მოშორდება. საქართველო იქნება წარმატებული, ფეხბურთელები ისევ დაიწყებენ გამარჯვებას” – წერს სააკაშვილი.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *