ვაკეში მოკლული კაცი პენსიონერია – პოლიციამ ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევაზე ერთი პირი უკვე დააკავა.
სავარაუდო დამნაშავე პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი და ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
წინასწარი ინფორმაციით, ყიფშიძეზე ერთ-ერთი კორპუსის ავტოფარეხში საქმის გარჩევა მიდიოდა, რაც მკვლელობით დასრულდა. წინასწარი ინფორმაციით, პენსონერს დანა გულში აქვს ჩარტყმული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.



