ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი მეთოთხმეტედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
ქართველმა მოჭადრაკემ +75 ასაკობრივ კატეგორიაში 11-იდან 7 ქულით გაიმარჯვა და სენიორებს შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეცხრედ მოიპოვა!
გარდა სპორტული წარმატებისა, გაფრინდაშვილი სპეციალური ჯილდოთი დაჯილდოვდა. ტურნირის მე-9 რაუნდის დაწყებამდე გამართულ ცერემონიაზე, სერბეთის ჭადრაკის ფედერაციამ ხუთ გამორჩეულ მოჭადრაკეს გადასცა სპეციალური ჯილდოები ჭადრაკში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. მათ შორის პირველი ჯილდო სწორედ ქართველ ლეგენდას გადაეცა.
“სპორტალი”



