საწვავი 3-10 თეთრის ფარგლებში გაიაფდა – როგორია ფასები ბრენდულ ქსელურ სადგურებზე

დღის სიახლეები ეკონომიკა

გლობალურ ბაზრებზე ნედლი ნავთობის ფასი ბოლო სავაჭრო დღეს გაიზარდა. კერძოდ, Brent crude oil-ის ფასი ბარელზე 0.63%-ით მოიმატა და 96.42 დოლარი შეადგინა. პარალელურად, WTI crude oil-ის ღირებულება 0.47%-ით გაიზარდა და ბარელზე 89.21 დოლარს მიაღწია.

თუმცა, გასული კვირის მონაცემებთან შედარებით, ნედლი ნავთობის ფასი შემცირებულია. კერძოდ, 6 ნოემბერს Brent crude oil-ის ფასი ბარელზე 98.32 დოლარს, WTI crude oil-ის ღირებულება კი 90.83 დოლარს შეადგენდა.

მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასების შემცირების ტენდენცია საქართველოში მოქმედ ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე ეტაპობრივად ისახება. გასულ კვირას გარკვეული ტიპის საწვავი Gulf-ის ბენზინგასამართ სადგურებზე გაიაფდა, მიმდინარე კვირას კი რამდენიმე მსხვილ ქსელში სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი 3-10 თეთრით შემცირდა.

რა ღირს საწვავი დღეს საქართველოში მოქმედ მსხვილ ბრენდულ ქსელებში:

Gulf

 

  • G-Force სუპერი – 4.65 ლარი;
  • G-Force პრემიუმი – 4.35 ლარი;
  • G-Force ევრო რეგულარი – 4.05 ლარი;
  • G-Force ევრო დიზელი – 4.99 ლარი;
  • ევრო დიზელი – 4.93 ლარი.

Wissol

 

  • ეკო სუპერი – 4.68 ლარი;
  • ეკო პრემიუმი – 4.39 ლარი;
  • ევრო რეგულარი – 4.08 ლარი;
  • ეკო დიზელი – 4.99 ლარი (შემცირდა 8 თეთრით);
  • ევრო დიზელი – 4.94 ლარი (შემცირდა 4 თეთრით).

Socar

 

  • ნანო სუპერი – 4.65 ლარი;
  • ნანო პრემიუმი – 4.37 ლარი;
  • ნანო ევრო რეგულარი – 4.06 ლარი;
  • ევრო 5 დიზელი – 4.90 ლარი;
  • ნანო ევრო 5 დიზელი – 4.96 ლარი.

Rompetrol

 

  • Efix სუპერი – 4.65 ლარი (შემცირდა 3 თეთრით);
  • Efix ევრო პრემიუმი – 4.35 ლარი (შემცირდა 3 თეთრით);
  • efix ევრო რეგულარი – 4.04 ლარი (შემცირდა 4 თეთრით);
  • efix ევრო დიზელი – 4.99 ლარი (შემცირდა 5 თეთრით);
  • ევრო დიზელი – 4.94 ლარი (შემცირდა 3 თეთრით).

Portal

 

  • სუპერი – 4.29 ლარი (შემცირდა 10 თეთრით);
  • პრემიუმი – 4.14 ლარი (შემცირდა 5 თეთრით);
  • ევრო რეგულარი – 3.89 ლარი (შემცირდა 5 თეთრით);
  • ევრო დიზელი – 4.89 ლარი (შემცირდა 5 თეთრით);
  • ეფექტური დიზელი – 4.79 ლარი (შემცირდა 5 თეთრით).

გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *