ზელენსკი – “პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკელები კითხვას სვამენ: „თუ უკრაინა ნატოში გაწევრიანდება, გავა თუ არა უკრაინა დონბასიდან?“

დღის სიახლეები უცხოეთი

აშშ-მ ზელენსკის ჰკითხა, მზადაა თუ არა უკრაინა დონბასიდან გასვლისთვის, ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკელები კითხვას სვამენ: „თუ უკრაინა ნატოში გაწევრიანდება, გავა თუ არა უკრაინა დონბასიდან?“

ზელენსკის თქმით, მან არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინა არ იხევს უკან და არ თმობს თავის ტერიტორიებს. თუმცა, ის მზადაა საზოგადოებასთან განიხილოს ასეთი სცენარი, იმ პირობით, რომ არსებობს ყოვლისმომცველი უსაფრთხოების პაკეტი. ეს უნდა მოიცავდეს ნატოსა და ევროკავშირის კონკრეტულ გარანტიებს, ძლიერ უკრაინულ არმიას საჭირო იარაღითა და დაფინანსებით და ქვეყნის რეკონსტრუქციის დაფინანსებულ გეგმას.

„თუ ამერიკული მხარე ამას დაგვიდასტურებს, ნატოში სხვა კოლეგებთან ერთად, მაშინ მე ვკითხავ ჩვენს საზოგადოებრივ აზრს: ვეთანხმებით თუ არა ამას?“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ნებისმიერი აღიარება გამორიცხულია.

გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *