საქართველოში დიზელი 8 თეთრამდე გაიაფდა – რა ღირს საწვავი მსხვილ ბრენდულ ქსელებში

დღის სიახლეები ეკონომიკა

საქართველოში მოქმედ ზოგიერთ ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე დიზელი გაიაფდა. საწვავის ფასი, ბოლო 5 დღის განმავლობაში საშუალოდ 3-8 თეთრით შემცირდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, რა ღირს დიზელი დღეს საქართველოში მოქმედ მსხვილ ბრენდულ ქსელებში: (ფასი შედარებულია 7 ნოემბრის მაჩვენებელს)

Gulf

  • G-Force ევრო დიზელი – 4.99 ლარი (არ შეცვლილა)
  • ევრო დიზელი – 4.93 ლარი (არ შეცვლილა)

Wissol

  • ეკო დიზელი – 4.99 ლარი (7 ნოემბერს – 5.07 ლარი)
  • ევრო დიზელი – 4.94 ლარი. (7 ნოემბერს 4.98 ლარი)

Socar

  • ევრო 5 დიზელი – 4.85 ლარი; (7 ნოემბერს 4.90 ლარი)
  • ნანო ევრო 5 დიზელი – 4.90 ლარი. (7 ნოემბერს 4.96 ლარი)

Rompetrol

  • efix ევრო დიზელი – 4.99 ლარი (7 ნოემბერს 5.04 ლარი)
  • ევრო დიზელი – 4.94 ლარი (7 ნოემბერს 4.97 ლარი)

Portal

  • ევრო დიზელი – 4.89 ლარი (7 ნოემბერს 4.94 ლარი)
  • ეფექტური დიზელი – 4.79 ლარი (7 ნოემბერს 4.84 ლარი)

აღსანიშნავია, რამდენიმეთვიანი გაძვირების შემდეგ, ნოემბერში საწვავის, მათ შორის, დიზელის შესყიდვა გაუიაფდა მთავრობასაც. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული კონსოლიდირებული ტენდერის შედეგებიდან ხდება ცნობილი. ამის მთავარი მიზეზი კი ოქტომბერში „პლატსის“ მიხედვით დიზელის საშუალო ღირებულების შემცირება გახდა. კერძოდ, მიმდინარე წლის სექტემბერში დიზელის საშუალო ფასი ტონაზე 1 494.98 აშშ დოლარი იყო, უკვე ოქტომბერში კი 1 427.48 აშშ დოლარი.

ცნობისთვის, საქართველოში საწვავის საცალო ფასი „პლატსის“ მიხედვით დგინდება.

bpn.ge

გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *