ცვლილებები შეეხება საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის წესებსაც – როდის გაირკვევა დეტალები?

დღის სიახლეები საზოგადოება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში რიგი ცვლილებები იგეგმება. ცვლილებები შეეხება საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის წესებსაც.

უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საგზაო წესებთან დაკავშირებით რიგ შემთხვევებში უნდა შემსუბუქდეს მიდგომები და ჯარიმები.

„ცვლილებები შეეხება საგზაო ტრანსპორტის მოძრაობის წესებს. ვმუშაობთ და ჯერჯერობით კონსულტაციების რეჟიმში ვართ. ალბათ, უკვე შემდგომი სასესიო კვირისთვის, საგაზაფხულო სესიის ბოლოსთვის, გარკვეული ცვლილებები უკვე გვექნება. დამერწმუნეთ კონსენსუს აუცილებლად მივაღწევთ და საგაზაფხულო სესიის ბოლოსთვის საზოგადოებას გავაცნობთ რა ცვლილებები დაიგეგმება“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *