ბინაში ორი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს

დღის სიახლეები სამართალი

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში ორი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს. ფაქტს ადასტურებენ შსს-შიც. 

გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, ახლობლები კორპუსში, სადაც გოგო და ბიჭი ცხოვრობდნენ, მას შემდეგ მივიდნენ, რაც არცერთი მათგანი კონტაქტზე არ გადიოდა. 

ადგილზე გამოძახებულმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კარი შეამტვრია და ცხედრები აღმოაჩინა.

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.

“ტვპირველი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *