იანვარ-ოქტომბერში საარსებო შემწეობა 191 736 ადამიანს შეუწყდა – განახლებული სტატისტიკა

დღის სიახლეები ეკონომიკა

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისევ შემცირდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ ერთ თვეში, ოქტომბერში, საარსებო შემწეობა 28 625 ადამიანს შეუწყდა, წელს 10 თვეში კი ბაზიდან ჯამში 191 736 პირი ამოიღეს.

უფრო კონკრეტულად, 2026 წლის იანვარში სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას 710 226 სოციალურად დაუცველი იღებდა, უკვე ოქტომბერში კი 518 490 ადამიანი.

სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობას მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში:

  • იანვარი – 710 226 ადამიანი;
  • თებერვალი – 709 458 ადამიანი;
  • მარტი – 667 793 ადამიანი;
  • აპრილი – 645 920 ადამიანი;
  • მაისი – 605 033 ადამიანი;
  • ივნისი – 584 137 ადამიანი;
  • ივლისი – 576 902 ადამიანი;
  • აგვისტო – 570 356 ადამიანი;
  • სექტემბერი – 547 115 ადამიანი;
  • ოქტომბერი – 518 490 ადამიანი.

შეგახსენებთო, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ადამიანების ე.წ. გაბერილ რაოდენობასთან დაკავშირებით თავდაპირველად განცხადება პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 26 ნოემბერს გააკეთა. მაშინ პრემიერმა თქვა, რომ „ამჟამად სოციალურ დახმარებას იმაზე მეტი ადამიანი იღებს საქართველოში, ვიდრე ღარიბია და ამიტომ, ეს მაჩვენებელი გადასახედია.“

ხელისუფლებამ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების გადამოწმება და კრიტერიუმების შეცვლა მიმდინარე წლის დასაწყისში დააანონსა. როგორც მაშინ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, ამის მიზეზია ის, რომ ბაზაში დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური დახმარება.

მოგვიანებით კი მთავრობამ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის წესები შეცვალა. მთავრობის ახალი დადგენილებით, სისტემაში გაჩნდა მკაცრი ფინანსური ზღვარი, რომელიც მაღალი შემოსავლის მქონე პირებს დახმარების მიღების შესაძლებლობას ავტომატურად უწყვეტს.

bpn.ge

გამოიწერეთ “პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *