პაპუაშვილმა არ იცის, ღარიბაშვილმა პერსონალურად რატომ ახსენა წერილში

დღის სიახლეები პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარისთვის, შალვა პაპუაშვილისთვის უცნობია, რატომ ახსენა პირადად ის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა. თუმცა, მისი თქმით, რადგან სამართლებრივი საკითხების ინსინუაციები თავშივე განწირულია, მათზე აყოლაც არასწორია.

“ვერ გეტყვით, რატომ ვიყავი პერსონალურად მოხსენებული ღარიბაშვილის წერილში. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ თავშივეა განწირული პოლიტიკური ინსინუაციების მცდელობა. ვის არ უცდია, რომ სასამართლოში განსახილველი საკითხებიდან ყურადღება გადაეტანა პოლიტიკური ინსინუაციებით. სავსე გვაქვს მსგავსი მაგალითებით და გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ამას შედეგი არ აქვს. რადგან ვამბობ, რომ პოლიტიზირება არ არის საჭირო, ამიტომ ამ მცდელობის აყოლაც, ჩემი აზრით, არ არის სწორი. ამიტომ მშვიდად უნდა დავაკვირდეთ სასამართლო პროცესს და ის ობიექტურად განსჯის და მიიღებს გადაწყვეტილებას.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე: მოექცა თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “დიფ სთეითის” გავლენის ქვეშ, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ღარიბაშვილისთვის წარდგენილი ბრალი საკმარისად მძიმეა იმისთვის, რომ კიდევ სხვა საკითხებზე იყოს საუბარი, თუმცა საბოლოოდ მაინც მისი გაკეთებული საქმეებიდან გახდება ცხადი, ვის წისქვილზე ასხამს წყალს.

„ის ბრალი, რაც მას აღიარებული აქვს უკვე და ის, რაც მას წაყენებული აქვს, საკმარისად მძიმეა იმისათვის, რომ კიდევ სხვა საკითხებზე იყოს საუბარი. ყველაფერი ფასდება საქმეებით, როდესაც ისინი ხელს უწყობენ, ახალისებს ან ემთხვევა იმ საქმეებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის არაკეთილის მსურველების წისქვილზე ასხამს წყალს, ეს საქმეები კითხვებს ბადებს. საქმეები წარმოაჩენს ადამიანს და დღეს ამ ქვეყნის მტრები ხარობენ, რადგან ბოდვები ხდება პოლიტიკური განხილვის საკითხი. ეს უხარიათ ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებს, რომ ასეთ ბოდვებზე იხარჯება პოლიტიკური დისკუსიის დრო. მთავარი არის საქმე და ის, ვინც არის ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი თავისი საქმით უნდა ამტკიცებდეს, რომ მტრის წისქვილზე წყალს არ ასხამს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *