საუდის არაბეთი და ოკუპირებული აფხაზეთი გამოცდილების გაცვლაზე შეთანხმდნენ – ბიზნესმენი

დღის სიახლეები პოლიტიკა

ბიზნესმენმა სიმონ აგრბამ „რადიო სპუტნიკს“ განუცხადა, რომ ოკუპირებულმა აფხაზეთმა და საუდის არაბეთმა პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს განვითარების სექტორში გამოცდილების გაცვლის შესახებ.

მისი თქმით, მხარეებმა ასევე განიხილეს ხელოვნური ინტელექტის დანერგვა და გამოყენება მშენებლობის ყველა დონეზე, ვიზუალიზაციიდან და დიზაინიდან დაწყებული ხარჯების ოპტიმიზაციამდე.

„ჩვენ ვგეგმავთ მათთან ურთიერთობის გაგრძელებას; გავცვალეთ კონტაქტები და, დიდი ხნის აფხაზური ტრადიციის შესაბამისად, მოვიწვიეთ ისინი სტუმრად“, – აღნიშნა აგრბამ.

ბიზნესმენმა დასძინა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დელეგაციას ასევე ჰქონდა შესაძლებლობა, ესაუბრა წამყვან გლობალურ კიბერუსაფრთხოების ექსპერტ ევგენი კასპერსკის, რომელმაც პირობა დადო, რომ საკუთარ პროგრამულ უზრუნველყოფას და სპეციალიზებულ აღჭურვილობას უზრუნველყოფდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *