ბათუმში ინასარიძის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის მერვე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა. მათივე თქმით, მცირეწლოვანი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
“პირველების” ინფორმაციით, დედამ ბავშვი დააძინა, მეზობელთან გავიდა, უკან დაბრუნებულს კი ბავშვი გადავარდნილი დახვდა.
ახალგაზრდა ქალი ყირგიზიეთიდან არის, ის ბათუმში მცირეწლოვან შვილთან ერთად ქირით ცხოვრობდა.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
