ვის უფრთხილდები და რას ელოდები? შენს შვილებს გაუფრთხილდი და ის მაინც დაანახვე, რომ წინააღმდეგობას სწევ. ბოლობოლო, შური მაინც იძიე. ოპოზიცონერი პოლიტიკოსი ნიკა გვარამია ირაკლი ღარიბაშვილს სოციალური ქსელით მიმართავს და მოუწოდებს, მოძალადის ტყვეობაში მაინც ნუ იქნება მისი მონა.
“არ ამხელ ბიძინა ივანიშვილს და არ მოყვები მისი დანაშაულების შესახებ და მარტო შენი ისტორიებით გაერთობა ერი, ბოლომდე მასხარად გაგხდის და ფეხებს სახეზე შეგაწმინდავს.
ბოლოს ისეთები მისცემენ შენზე ჩვენებას, სიმწრისგან გულღვიძლი დაგეწვება.
ისეთებს მოყვებიან შენზე ყველაზე ახლობელი ადამიანები, რომ სირცხვილისგან დაიწვები.
ვის უფრთხილდები და რას ელოდები? შენს შვილებს გაუფრთხილდი და ის მაინც დაანახვე, რომ წინააღმდეგობას სწევ.
ბოლობოლო, შური მაინც იძიე.
უბედურებაში გამწარებული მაინც იყავი და არა მორჩილი და მოძალადის თვალებში შემციცინე.
თუ არ აჯანყდები, ატკინე მაინც.
თუ ვერ დაამარცხებ, დაასუსტე მაინც.
სიმართლე თქვი! თუ მხილების და სამართლიანობის სახელით არა, მტრის გასამწარებლად და დასასუსტებლად მაინც
მოძალადის ტყვეობაში მაინც ნუ იქნები მისი მონა” – მიმართავს გვარამია ირაკლი ღარიბაშვილს.
გამოიწერეთ “პრესექსპრესი”
