„დოიჩე ველემ“ ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა

დღის სიახლეები საზოგადოება

გერმანიის საერთაშორისო საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, „დოიჩე ველემ“ დღეს Instagram-ზე ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახური გახსნა, რომლის გაფართოებაც მოგვიანებით სხვა პლატფორმებზეც იგეგმება.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება „დოიჩე ველეს“(DW) ქართული პროგრამის გვერდზე. ჩვენთან გაეცნობით მრავალფეროვან ამბებს საქართველოდან, ევროპასა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ასევე, მიიღებთ სანდო, ობიექტურ და დროულ ინფორმაციას აქტუალური თემების შესახებ“, – აღნიშნულია მაუწყებლის განცხადებაში.

აღნიშნული ინიციატივა „ევროპული საინფორმაციო ფარის ინიციატივის“ (European Information Shield Initiative) ნაწილია, რომელსაც DW და FMM ხელმძღვანელობენ. ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტი მიზნად ისახავს სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონებში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის გაძლიერებასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლას. პროექტი თავდაპირველად 18-თვიანი ვადით ფინანსდება.

გამოიწერეთ პრესექსპრესი” 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *