მოკლულს თხილის ფული ჰქონდა აღებული – ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

დღის სიახლეები სამართალი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს. შემთხვევა დღეს მოხდა.

 “პირველების” ინფორმაციით, 63 წლამდე ქალს ყელი აქვს გამოჭრილი.  შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა.

ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

როგორც “ტვ პირველს” ეუბნებიან, მოკლულს თხილის ფული ჰქონდა აღებული და მასთან სახლში ყაჩაღობის მიზნით შევიდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მათივე ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გამოიწერეთ პრესექსპრესი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *