“მიქელანჯელოს, ლეონარდოს, ბოტიჩელის და ტიციანის ნამუშევრების გვერდით ჩვენი უნიკალური ქართული ბეჭდისადმი მიძღვნილი გამოფენა გაჩნდა” – რას წერს ისტორიკოსი გიორგი კალანდია

დღის სიახლეები საზოგადოება

ისტორიკოსი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს, რომ ავტორიტეტულმა google- ს კულტურულმა ინსტიტუტმა მუზეუმში დაცულ ადრექრისტიანული ხანის ოქროს ბეჭედს ცალკე – საგანგებო ვირტუალური გამოფენა მიუძღვნა:

“ხელოვნების სასახლის და მისი საგანძურის მორიგი საერთაშორისო აღიარება, მსოფლიოს უდიდესმა და ყველაზე ავტორიტეტულმა google- ს კულტურულმა ინსტიტუტმა მუზეუმში დაცულ ადრექრისტიანული ხანის ოქროს ბეჭედს ცალკე – საგანგებო ვირტუალური გამოფენა მიუძღვნა.. ეს უნიკალური არტეფაქტი ხელოვნების სასახლემ 2024 წელს საკუთარი რესურსებით შეიძინა, ნივთმა თავიდანვე მიიპყრო ხელოვნებათმცოდნეების და ექსპერტების ყურადღება, მისით საერთაშორისო ექსპერტებიც დაინტერესდნენ და შედეგად მიქელანჯელოს, ლეონარდოს, ბოტიჩელის და ტიციანის ნამუშევრების გვერდით ჩვენი უნიკალური ქართული ბეჭდისადმი მიძღვნილი გამოფენა გაჩნდა, განსაკუთრებული მადლობა ხელოვნების სასახლის თანამშრომლებს ნატა ბეწუნაიძეს და ნინი სამხარაძეს გაწეული საქმიანობისათვის… მადლობა საქართველოს კულტურის სამინისტრო ს მხარდაჭერისათვის, ვფქირობ კიდევ არაერთი ჩვენი ნივთი მოექცევა მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღების ცენტრში” – წერს გიორგი კალანდია და აქვე აზიარებს ბმულს https://artsandculture.google.com/story/1AXxzQfNwTAiyw

გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *