პოლონეთის პოლიციის ინფორმაციით, ქალაქ ოტვოცკში საქართველოს 26 წლის მოქალაქე სერიული ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ვერსიით, მან მაისში ადგილობრივ სუპერმარკეტებსა და კოსმეტიკის მაღაზიებში არაერთი ქურდობა ჩაიდინა და ეს საქმიანობა მუდმივ შემოსავლის წყაროდ აქცია. სამართალდამცავი უწყების ცნობით, ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების ჩანაწერების საფუძველზე მოხდა, რის შემდეგაც ის ერთ-ერთ მეზობელ რაიონში დააკავეს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პოლიციის ზედამხედველობა შეუფარდა.
გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი
