“ახალი პატრიარქის პირობებში, საეკლესიო გავლენების ფაქტორი საკვანძო იქნება ტოტალიტარული პოლიტიკის განვითარებისათვის” – არჩილ გამზარდია

დღის სიახლეები პოლიტიკა

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ უახლოეს მომავალში ახალი პატრიარქისგან მოსალოდნელია იმის მსგავსი კონცეფციის პოლიტიკურ შეტყობინებებს, როგორიც მისმა წარმომადგენელმა დეკანოზმა რამდენიმე დღის წინ სატელევიზიო ინტერვიუს დროს გააჟღერა. ამის შესახებ გამზარდია სოციალურ გვერდზე წერს.

მისი აზრით, ახალი პატრიარქის პირობებში, საეკლესიო გავლენების ფაქტორი საკვანძო იქნება ტოტალიტარული პოლიტიკის განვითარებისათვის.


“საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ყველაზე მეტი ზეგავლენის ინსტიტუციად ითვლება ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რეიტინგი ვარდნას განიცდის, ის მაინც ითვლება საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მთავარ ინსტიტუციად, რომელსაც მნიშვნელოვანი ნდობა გააჩნია.

ახალი პატრიარქის არჩევამდე, საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესია ძირითადად ძალაუფლების დამოუკიდებელ ცენტრს წარმოადგენდა, ახალი პატრიარქის პირობებში საეკლესიო გავლენების ფაქტორი საკვანძო იქნება ტოტალიტარული პოლიტიკის განვითარებისათვის.

საეკლესიო ზეგავლენის ძირითადი ფაქტორებია:

1. „საეკლესიო ელიტის ავტორიტეტი და სანდოობა“.

2. „საეკლესიო ელიტის მონოპოლია“.

3. „საეკლესიო ელიტის ისტორიული კონტექსტი.“

4. „საეკლესიო ელიტის ინფორმირებულობის კონტექსტი.“

5. „საეკლესიო ელიტის ლიდერების მუდმივობა (გრძელვადიანობა).“

6. „საეკლესიო ელიტის ინსტიტუციური და წარმომადგენლობითობის მდგრადობა.“

რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვიხილეთ ახალი პატრიარქის წარმომადგენლის პირდაპირი პოლიტიკური შეტყობინებები, რომელიც დიდი ალბათობით, სამომავლოდ უფრო გაძლიერდება, დეკანოზის ინტერვიუ კი უკვე ქმნის პირობებს სამომავლოდ პატრიარქისგან ველოდოთ მსგავსი კონცეფციის პოლიტიკურ შეტყობინებებს, რომლის მიზანიც ტოტალიტარული ძალაუფლების განმტკიცებაა.

შეგახსენებთ, რომ ტოტალიტარული ძალაუფლების დროს, პრემიერობა, პატრიარქობა, პრეზიდენტობა და ა.შ. პირობითი როლებია. სინამდვილეში თითოეული მათგანი ტოტალიტარის ტრანსლატორებს წარმოადგენს, რომლისთვისაც საერო თუ საეკლესიო სტატუსები პირობითობაა, რომლითაც მასობრივ ადამიანს უკავშირდება, თავად კი განაგებს თითოეულ მათგანს” – წერს გამზარდია “ფეისბუქში”.

გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *