ხმები, თითქოს „უსაშველო სიცხე“ გველოდება, სიცრუეა… ეს არ არის ანომალია +40, +42 გრადუსი საქართველოს ზაფხულისთვის – მეტეოროლოგი

დღის სიახლეები საზოგადოება

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე 20 ივლისიდან საქართველოს ცალკეულ რეგიონებში +40 გრადუსს ვარაუდობს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:

„ზაფხულის მეორე ნახევარი საქართველოში იქნება ნამდვილი მზის ზეიმი. 20 ივლისიდან ქვეყანა შუქითა და სითბოთი აივსება – დღეები გახდება ძირითადად მზიანი, ხოლო აგვისტოში ტემპერატურა მიაღწევს თავის პიკს, ცალკეულ რეგიონებში +40 გრადუსიც დაფიქსირდება, მაღალი სიმშრალის ფონზე.

ეს არ არის ანომალია +40, +42 გრადუსი საქართველოს ზაფხულისთვის კარგად ნაცნობი რეალობაა, რომელიც

არაერთხელ გვინახავს. ელ-ნინიოს გავლენა ჩვენს ქვეყანაზე ნაკლებად საგრძნობი იქნება, ხოლო ხმები, თითქოს „უსაშველო სიცხე“ გველოდება, სიცრუეა.

იყავით მშვიდად, დატკბით ზაფხულის მშვენიერებით – ეს არის დრო, როცა ბუნება თავისი ძალითა და სითბოთი გვავსებს და ყოველი მზიანი დღე გვახსენებს, რომ ზაფხული ყოველთვის განსაკუთრებული დღესასწაულია“, – დაწერა კობა ფარტენაძემ.

გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *