ხელოვნური ინტელექტის განვითარება უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის ღირსების, ფუნდამენტური უფლებებისა და ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემას – ყაველაშვილი

დღის სიახლეები პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტი წარმოადგენს არა მხოლოდ ტექნოლოგიურ პროგრესს, არამედ მნიშვნელოვან პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გამოწვევას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის კოორდინირებულ მიდგომას საჭიროებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟენევაში, „ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ“ გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ხელოვნური ინტელექტის სწრაფი განვითარების ფონზე საერთაშორისო თანამშრომლობისა და ეფექტიანი გლობალური მმართველობის მნიშვნელობაზე. მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის ღირსების, ფუნდამენტური უფლებებისა და ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემას.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის პოტენციალზე მეცნიერების, ჯანდაცვის, განათლებისა და ინოვაციების განვითარების მიმართულებით და აღნიშნა, რომ ამ შესაძლებლობების სრულად გამოყენება მხოლოდ ფართო თანამშრომლობის პირობებშია შესაძლებელი. გამოსვლის დასასრულს, მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმ ფორმატის გლობალურ დიალოგში მონაწილეობა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის შესახებ ინკლუზიური თანამშრომლობის განვითარებას უწყობს ხელს.

გამოიწერეთ ჩვენი ფეისბუქგვერდი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *