ცოტნე ივანიშვილის განცხადებით, გადაჭრით აცხადებს, რომ არანაირი ინტერესი პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით არ გააჩნია. “მთავარის” ინფორმაციით, ამის შესახებ მან ჟურნალისტებს შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.
მისი თქმით, არის ორი სფერო – ფილოსოფია და ხელოვნების ისტორია, რომლებიც ძალიან აინტერესებს
“ამის შესახებ “საკმაოდ გადაჭრით ვიტყვი, რომ არანაირი ინტერესი არ მაქვს პოლიტიკაში ჩართვის მე პირადად. არასდროს არ მისაუბრია იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებით ვსწავლობ, აკადემიურად იქნება ეს, თუ რას ვაკეთებ. თუმცა საკმაოდ ბევრი წელი არის ჩრდილში არ ვასაჯაროებ ნამუშევრებს, მაგრამ ვხატავ ძალიან ბევრს. აკადემიური მიმართულებით ფილოსოფიას და ხელოვნების ისტორიას ვიკვლევ. ეს არის ორი სფერო, რომელიც მე პირადად ძალიან მაინტერესებს. ამის იქით თავისთავად ვგულშემატკივრობ მსგავსი ტიპის ინიციატივებს ჩვენი ახალგაზრდებისგან, ახალგაზრდული ორგანიზაციისგან. ამიტომ თავისთავად უბრალოდ როგორც სტუმრის სტატუსით ვესწრები ამ შეხვედრებს. თუმცა პოლიტიკაში ჩართვის არანაირი ინტერესი არ მაქვს” – თქვა ივანიშვილის შვილმა, ცოტნე ივანიშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ.
