წელს, საქართველოდან ტანსაცმლის ექსპორტი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ქვეყნიდან 89,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ტანსაცმელი გავიდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ტანსაცმლის ექსპორტმა 78 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოდან ტანსაცმლის მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ თურქეთია. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ამ ქვეყანაში დაახლოებით 66 მლნ აშშ დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა. მეორე ადგილზეა სომხეთი – 7 მლნ აშშ დოლარით, მესამეზე – პოლონეთი – 4,1 მლნ აშშ დოლარით, ხუთეულშია ასევე რუსეთი (2,8 მლნ აშშ დოლარი) და ჩეხეთი (2,7 მლნ აშშ დოლარი).
რაც შეეხება ბოლო 10 წლის ტენდენციას, საქართველოდან ტანსაცმლის ექსპორტი თითქმის გაორმაგებულია. კერძოდ, 2015 წელს საქართველოდან 88,4 მლნ აშშ დოლარის ტანსაცმელი გავიდა, 2025 წელს კი, ჯამში – 170,9 მლნ აშშ დოლარის ტანსაცმელი.
საქართველოდან ექსპორტზე ტანსაცმლის ნაწარმს შორის პირველ ადგილზეა მაისურები. გასული წლის განმავლობაში ქვეყნიდან 75,3 მლნ აშშ დოლარი მაისურები გავიდა. მეორე ადგილზეა მამაკაცის კოსტიუმები და კომპლექტები 28,7 მლნ აშშ დოლარით. ამას გარდა, 2025 წელს 11,5 მლნ აშშ დოლარის ბიუსტჰალტერები გავიდა, 3,3 მლნ აშშ დოლარის საბავშვო ტანსაცმელი, 2 მლნ აშშ დოლარის მამაკაცის პერანგები, 1,3 მლნ აშშ დოლარის კოლგოტები და წინდები, 1 მლნ აშშ დოლარის საცვლები და ა.შ.
რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, 2025 წლის ჯამური მონაცემების მიხედვით, TOP-10-ეული შემდეგნაირად გამოიყურება:
- თურქეთი – 115,5 მლნ აშშ დოლარი
- სომხეთი – 15,4 მლნ აშშ დოლარი
- პოლონეთი – 11,7 მლნ აშშ დოლარი
- ჩეხეთი – 6 მლნ აშშ დოლარი
- ბულგარეთი – 5 მლნ აშშ დოლარი
- არაბთა გაერთიანებული საამიროები – 2,49 მლნ აშშ დოლარი
- რუსეთი – 2,48 მლნ აშშ დოლარი
- იტალია – 1,4 მლნ აშშ დოლარი
- გაერთიანებული სამეფო – 1,8 მლნ აშშ დოლარი
- ისრაელი – 1,1 მლნ აშშ დოლარი
bm.ge
