პოლონეთში მხატვარ სემიონ სკრეპეცკის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე განაცხადა.
„ბიალა პოდლასკაში რუსეთის მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ლუბლინის პოლიციამ და პოლონეთის შინაგანი უსაფრთხოების სააგენტომ დააკავეს. მან ქართული პასპორტი გამოიყენა. ამჟამად სამსახურები დანაშაულის ორგანიზატორის იდენტიფიცირებაზე მუშაობენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
პოლიციამ დასძინა, რომ „დაკავებულმა გამოიყენა 36 წლის საქართველოს მოქალაქის სახელზე გაცემული პასპორტი“.
სკრეპეცკის მკვლელობასთან დაკავშირებით ადრე ორი ბელორუსელი დააკავეს; ისინი მოგვიანებით გაათავისუფლეს.
